ამ ქვეყნად არანაირი კომპლექსი და შიში არ გააჩნიათ? და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მათ ეს ბრწყინვალედ გამოსდით - ახერხებენ, რომ საზოგადოებაში ბრძენის, განსაკუთრებული იმიჯის მქონე ან სულ მცირე ”კაი ტიპის” იმიჯი მაინც დაიმკვიდრონ. მაგრამ მისი ეს ”საფასადო” მორთულობა, წამში იწყებს რყევას როცა ლომი, ცხოვრების გზაზე თავქარიან ტყუპ ქალს ხვდება.
ქალი ტყუპი გასაოცარი ოსტატობით ახერხებს იმას, რომ თავბრუ დაახვიოს მას. ამასთან ერთად, მხოლოდ მას და სხვას არავის შესწევს ძალა ზუსტად საჭირო დროს, საჭირო სიტუაციაში და შესაბამისი ინტონაციით უთხრას ამ ცეცხლოვან მამრს კომპლიმენტები, რომლის გაგონებისთანავე ლომი ჩვეულებრივ მოკრუტუნე ფისუნიად გადაიქცევა მის ფერხთით. ამ დროს კი სავსებით შესაძლოა ეს ჩვენი ზემოხსენებული მამაკაცი ლომი, რომელიმე სოლიდური კომპანიის სოლიდური შეფი იყოს, განა ვინმე ჩვეულებრივი მოკვდავი.
მამაკაცები ლომები, რამდენად მაღალ თანამდებობრივ ან სოციალურ სტატუსსაც არ უნდა იკავებდნენ ისინი, ყოველთვის განიცდიან მოთხოვნილებას მეორე ნახევრის თვალში იყონ წარმოჩინებული, როგორც ყველაზე ჭკვიანი, სექსუალური, მომხიბვლელი... მოკლედ, ”ყველაზე, ყველაზე”, მერკური კი ტყუპის მმართველი პლანეტა, როგორ გგონიათ მითოლოგიურად ვის განასახიერებს? მეფის მარჯვენა ხელს და მსახურს, ზოგჯერ მეფის მასხარასაც კი, რომელიც ვალდებულია მონარქის თვითშეფასებასა და კარგ განწყობაზე იზრუნოს. აი, რატომაა ქალი ტყუპი, ლომი მამაკაცისთვის ჭეშმარიტი მონაპოვარი და განძი ცხოვრების მანძილზე.
ლომი მამაკაცი ვალდებულად მიიჩნევს თავს აუცილებლად უპატრონოს და ჭკუა ხშირად დაარიგოს ამ თავქარიან ცეტს, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რომ მის გარეშე ამ უკანსკნელს ”მტკვარი ან აღმა წაიღებს, ან დაღმა”. მადლობა ღმერთს, რომ ტყუპს გაფანტულ გონებასთან ერთად, იმის ზრდილობა და მოთმინება ჰყოფნით ბოლომდე მოისმინონ ხოლმე ლომის ”ლექცია”. ამასთან ერთად, ქალი ტყუპის მოქნილობა ყოველდღიურ ურთიერთობაში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო დოზით აღტაცებისა და თაყვანისცემის გამოხატვა ლომს ბოლომდე და სამუდამოდ აჯადოებს.
ფაქტია და ამას ყველა ასტროლოგი დაგიდასტურებთ - ეს ორი, მართლაც თავსებადია, თანაც ძალიან კარგად. თუმცა, გარკვეულ ”მოკლე ჩართვებს” მათ ურთიერთობაში არაერთგზის ექნება ადგილი. უმთავრეს მიზეზად კი ამ მხრივ შესაძლოა ტყუპის ზედაპირულობა მოგვევლინოს. მოგეხსენებათ, ”მერკურიანელები” როგორი ცვალებადები არიან. ლომს კი როგორც ჭეშმარიტ მონარქს და მეფეს, აუცილებლად გააღიზიანებს ”ცხრა პარასკევის” ჩამონათვალი ტყუპი ცოლის თავში.
შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ქალი ტყუპი სამსახურის საქმეებმა ან უბრალოდ ახალმა ინტერესებმა ისე გაიტაცოს, რომ ქმრისთვის ”გუნდრუკის კმევას” დროებით შეეშვას ან დაავიწყდეს, ახასიათებთ ტყუპს ამგავრი საქციელიც. აი, აქ კი სერიოზული ნაღმი აფეთქდება! თავმოყვარეობაშელახული და მიტოვებული ლომი, აუცილებლად დაადანაშაულებს მას არც მეტი არც ნაკლები - ღალატში!!! სასაცილოა? მერწმუნეთ, თქვენ რომ იყოთ ტყუპი ქალის ადგილზე ამ დროს, ნამდვილად არ გაგეცნიბოდათ. მაგრამ მერკურის შვილი რისი მერკურიანელი იქნება, ლომის მრისხანების ტალღებს თუ მისთვის ჩვეული ენაგამჭრიახობით ვერ მოიგერიებს... მერედა როგორ ზუსტად და მიზანში შეუძლია ამ ქალს მორტყმა, როცა საკმარისი დოზით გაბრაზებული და მობილიზებულია.
ლომი ფიქსირებული ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ მისთვის არსებობს გარკვეული დღის წესრიგი ან ცხოვრებისეული განრიგი, როგორც გნებავთ ისე დაარქვით. ტყუპს კი, მუტაბელური სტიქიის წარმომადგენელს შესაძლოა საინტერესო წიგნის კითხვით გართულს, მაგალითად სადილის მომზადება დაავიწყდეს ან საღამოს თეატრში წასასვლელად გამზადებულს გაახსენდეს, რომ სახლის გასაღები დაეკარგა ჯერ კიდევ დილას. ამ დროს კი ლომი უკვე თეატრთან იცდის, დაჯავშნული ბილეთებით - თანაც, საუკეთესო ადგილებზე. იაფფასიანი, ხომ იცით რომ ლომებს არაფერი უყვართ.
მაგრამ არაფერია, ამასაც გადავაგორებთ!
ლომი, რა თქმა უნდა, გაბრაზდება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა სახმო იოგებს საკმარისად გაივარჯიშებს, სხვა არაფერი დარჩება ტყუპთან შერიგების გარდა. რომელიც თავის მხრივ მთელი ამ ღრიანცელის პერიოდში, სავსებით შესაძლებელია ყურსაცვამებგარჭობილი იჯდეს და მხიარულად ხითხითებდეს სახალისო კომედიის ყურებაში გართული. ახლა ხვდებით, რატომ არ უნდა მოეკოდთ ამ ორის კონფლიქტს სერიოზულად თუ მაინც ისე მოხდა, რომ შემსწრე გახდის ზემოხსენებული აურზაურის.
მათი სექსუალური თავსებადობაც ძირითად შემთხვევაში იდეალური ან იდეალურთან მიახლოებულია. ქალი ტყუპი გასაოცარი გამომგონებლური უნარებით, ფანტაზიით და მოქნილობითაა გამორჩეული. ის ყოველთვის მოახერხებს გააოცოს ლომი საკუთარი სექსუალური ტემპერამენტითა და მომხიბვლელობით. ამასთან ერთად, მასში ერთბაშად არა ერთი, არამედ რამდენიმე ქალია ჩასახლებული, შესაბამისად, ლომს, რომელიც თუკი შეყვარებულია ისედაც არ იკლავს თავს გარე-გარე ნადირობით, მასთან მოწყენა არასოდეს ელის . ყოველ ჯერზე ამ წყვილის სექსი უკეთესი და რაც მთავარია, მრავალფეროვანი იქნება.
მთავარია, თავქარიანმა ტყუპმა, რაიმე არ ”წამოროშოს” ჩვეული გულუბრყვილობით ყველაზე ინტიმურ მომენტში - რაც სავსებით მოსალოდნელია მერკურის ჭკუამხიარული შვილისგან. ასეთ დროს, ლომი თავს უკიდურესად შეურაცხყოფილად იგრძნობს და შესაძლოა, რამდენიმე დღეც დადიოდეს წარბებშეკრული.
ამ წყვილის ბედნიერების საიდუმლო სიმარტივე და გულწრფელობაა. მთავარია, მათ შორის ეს უმთავრესი შტრიხები შენარჩუნდეს. ცეცხლი და ჰაერი კი მოგეხსენებათ, როგორც თანაარსებობენ - ჰაერი ან აქრობს, ანაც პირიქით აღვივებს ცეცხლს.
შესაბამისად, ასტროლიგების რჩევა ლომი-ტყუპის დუეტისთვის მარტივი იქნება - გააღვივეთ თქვენ ორმა ცეცხლი, ანუ სიყვარული.