ტყუპი ქალი ხასიათის ისეთი მრავალმხრივობით გამოირჩევა, რომ მასთან მოწყენა ფაქტობრივად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დღეს თუ სანიმუშო დიასახლისია თქვენ წინაშე, ხვალ თავზეხელაღებული ფემინისტი გამოგეცხადებათ, ზეგ გულუბრყვილო, ბავშვური გოგონას იმიჯს მოირგებს და ა.შ. სანამ ტყუპ ქალს მსახიობობის სურვილი და თქვენით დაინტერესების ტალღა გადაუვლის.
თანდაყოლილი გარდასახვის ნიჭისა და დაუღალავი ლაქლაქის უნარის წყალობით, შესაძლოა პერიოდულად მის გვერდით ყოფნას, თავის ტკივილის წამლების მიღების აუცილებლობაც მოჰყვეს თქვენთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სიმყუდროვის მოყვარულთა კატეგორიას განეკუთვნებით. თუმცა მასზე სერიოზულად გაბრაზებას, მით უმეტეს დაშორებას ვერაფერის დიდებით ვერ შეძლებთ. თუმცა, იმავეს თქმა მასზე ნაკლებად შეიძლება. როგორც წესი ტყუპი ქალები, ხასიათის ცვალებადობით გამოირჩევიან, ამიტომ სანამ იგი თქვენთან ხანგრძლივ ურთიერთობაზე დაფიქრდება, არაერთგზის შეიცლის აზრს.
გამორიცხული არ არის, ამ ქალთან პირველი შეხვედრისას, მისი კომუნიკაბელურობიდან გამომდინარე, გეგონოთ, რომ მისი მოხიბვლა და ხელში ჩაგდება იოლზე იოლი საქმეა. თუმცა მინდა იმედი გაგიცრუოთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ადვილად აბამს ნაცნობობას და ახალ-ახალ მეგობრებსაც იოლად იძენს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმესთან დაკავშირებით "შორსმიმავალი გეგმები" გააჩნია. აქედან გამომდინარე, როცა ამ მომხიბვლელ, თავქარიან არსებას ეცნობით, აუცილებელი არაა მომდევნო კვირაშივე, მმაჩის ბიუროში დაუპიროთ წაყვანა, თქვენი საუკუნოდ ერთად ყოფნის დასარეგისტრირებლად. მერწმუნეთ, თქვენი მხრიდან ამგვარი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, "კრახით" დასრულდება და სავარაუდოდ "ჰაეროვან ლედის" ცხოვრებაში ვეღარასოდეს იხილავთ. გაითვალისწინეთ, რომ მერკურით მართული ქალები, ძალზე მრავალმხრივები, კატასროფულად ცნობისმოყვარეები და ცვალებადები არიან. ამიტომ, მართალია, ტყუპ ქალს აქვს სურვილი გარშემო ყველას მოსწონდეს, მაგრამ თავად ვინმესთან ხანგრძლივი დროით დაკავშირების პერსპექტივას, ცეცხლივით ერიდება.
ტიპური წარმომადგენელი - მსახიობი ნატალი პორტმანი
სიახლეებისადმი მისი მანიაკალური სიყვარულის გამოა ალბათ ისიც, რომ მათ ყურდაღებას ხანგრძლივად ვერავინ და ვერაფერი იპყრობს.
ტყუპი ქალი შესანიშნავი მეგობარია, მას შეუძლია გაგამხიარულოთ, გაგართოთ, ხასიათი გამოგიკეთოთ, მაგრამ თუ თქვენთან ერთად დეპრესიული საღამოების გატარებას და ცხოვრების ამაოებაზე ოხვრა- წუწუნის მოსმენას დაავალდებულებთ, შესაძლოა იგი უბრალოდ, ზრდილობიანად გაგისხლტეთ ხელიდან. ნუ დაგავიწყდებათ, ისიც რომ ამ ქალს ყველაფერი მალე ბეზრდება. შესაბამისად, იგი იმპულსების კარნახს უფრო მიჰყვება, ვიდრე გონებით ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, არაფრად უღირს ერთ დილას გაღვიძოს, ყველაფერი ჩემოდანში ჩაყაროს და სადმე ნიკარაგუის ჯუნგლებში გაემგზავროს წითელი ჯვრის ასოციაციასთან ერთად ლტოლვილების დასახმარებლად (გაიხსენეთ ცნობილი ტყუპი ქალი -ანჯელინა ჯოლი).
თუ ქალი ტყუპი, ოჯახს შედარებით გვიან ასაკში შექმნის, მაშინ როცა პასუხისმგებლობების აღების აუცილებლობა მას მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ექნება. მისგან შესანიშნავი მეუღლე და დედა დგება. იგი ყოველთვის ეცდება, ქმარს საზოგადოებრივ სარბიელზე კარგი იმიჯის შექმნაში შეუწყოს ხელი. შვილებთან კი თუკი ეს უკანასკნელები, მას მრავალრიცხოვან გატაცებებში ხელს ძალიან არ შეუშლიან, მეგობრულ დამოკიდებულებას დაამყარებს და ბავშვებს მისგან არასოდეს ექნებათ დაფარული საიდუმლოებები.