ე.წ. "ტაბუდადებული" თემები, რომელსაც საზოგადოება გარკვეული სიმწვავით ხვდება. ადამიანები იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას მენტალური აზროვნების დონითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მიწის და წყლის სტიქიის წარმომადგენლები, გაცილებით უფრო კონსერვატორები და ტრადიციის მიმდევრები არიან. მაშინ როცა ცეცხლს და ჰაერს ნოვაციისკენ სწრაფვა და არსებული ჩარჩოების დამსხვრევა ეჩქარება ყველაზე მეტად. მოდით ზოგადად მიმოვიხილოთ ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებში ვხვდებით ყველაზე უფრო კოსმოპოლიტურად მოაზროვნე ტიპაჟებს და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან შინაგანად თავისუფალი, ან სექსუალურად აქტიური ქალი.
წყლის სტიქიის ქალები - კირჩხიბი, მორიელი და თევზები როგორც წესი, ყველაზე ემოციური და სენსიტიური ქალების კატეგორიას მიეკუთვნებიან. ასეთი ქალისთვის მორიელის გარდა, საკმაოდ ადვილია პარტნიორის ზეგავლენას დაემორჩილოს და გახდეს "მამაკაცის აჩრდილი", ე.წ. "ნებაყოფლობითი მონა".
ამ მხრივ ყველაზე მეტი ლოიალურობით კირჩხიბი ქალები გამოირჩევიან. მათთვის პარტნიორზე ორიენტირებულობა ხშირად თვითმიზანზე მეტია. ისინი სექსუალური კუთხითაც მთლიანად ემორჩილებიან მამაკაცს და ხშირად იტანჯებიან არშემდგარი ან არასრულფასოვანი სექსუალური კავშირის გამო. მარტოოდენ იმ მიზეზით რომ ვერ ახერხებენ პარტნიორთან ემოციური კავშირის გაწყვეტას.
იგივე შეიძლება ითქვას თევზებზეც ; თუმცა, უფრო ჰიპერთროფირებული დოზით. მაგრამ აქვე მინდა ერთი საინტერესო დეტალი გავიხსენო, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ცნობილი კურტიზანი ქალების სიას ყველაზე მეტი "თებერვლის თევზი" ამშვენებს, მათ შორის მადამ დე პომპადური და სხვები.
ხოლო, რაც შეეხება მორიელს , ამ ქალის სექსუალურობასა და ტემპერამენტზე ლეგენდები დადის, რაც სავსებით შეესაბამება სინამდვილეს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მორიელი წყლის სტიქიის ნიშანია, წყალი კი როგორც არ უნდა ვატრიალოთ, მაინც განიცდის პარტნიორის მხრიდან გარკვეულ ემოციურ გავლენას. ამიტომ ქალი მორიელის სექსუალური მადა მთავრდება იქ, სადაც იწყება ემოციური მიჯაჭვულობა. რომელიც ხშირად სიმართლე ითქვას, ერთობ მტკივნეული და არასახარბიელო შედეგების მომტანია მისთვის.