შესაბამისად, ყველა მათგანის ერთ ქვაბში მოხარშვას და ქოქოლის მიყრას ნუ იჩქარებთ, თუკი რომელიმე მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობა არ გამოგივიდათ. იქნებ აქამდე არ შეგხვედრიათ თქვენი "ნახევარი"... ამას ჯობია, ჩვენი ახალი სტატიების ციკლს ჩაუსაფრდეთ და ზუსტად გაეცნოთ, რომელ მამაკაცთან ურთიერთობისას რას უნდა ელოდეთ მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
მაშ ასე, თუკი თქვენი ინტერესის ობიექტი კუროა
კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი საუკეთესო "შენაძენია" ნებისმიერი ქალისთვის, ვინც მყარ და სტაბილურ, ხანგრძლივვადიან ურთიერთობებზე ოცნებობს ან სულაც ოჯახზე. თუმცა, სასურველია, რომ თქვენ მას მოწიფულ ასაკში შეხვდეთ და არა ჭაბუკობის გარიჟრაჟზე, როცა ჯერ კიდევ "სისხლის ყივილი" აწუხებს და ყველა ქალი ერთნაირად სექსუალური და მიმზიდველი ეჩვენება. ზრდასრული და ასაკში შესული კურო კი კარგი კონიაკივითაა, მის ფასს თანაცხოვრების მანძილზე, წლებთან ერთად კიდევ უფრო მეტად გაითავისებს პარტნიორი.
მისი უმთავრესი ღირსება ერთგულებაა. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრი, თუკი თქვენ მისი ოცნების ქალი ხართ, ნაკლებად დაიწყებს გვერდზე მოკლევადიანი ფლირტის გაბმას, თუნდაც სპორტული ინტერესის გამო. ის არც ლომია და არც მშვილდოსანი, საკუთარ თავს საყვარელი ქალის ღალატით უმტკიცოს რამე. კუროს სტაბილური კავშირები მოსწონს და აფასებს ქალს, რომელიც ანალოგიური დამოკიდებულებით უპასუხებს მის უსაზღვრო სიყვარულს.
ქალი, რომელსაც სურს, რომ ამ მართლაც შესანიშნავ მამაკაცს თავი მოაწონოს, აუცილებლად უნდა ფლობდეს კარგი კულინარის, შეუდარებელი საყვარლის და მზრუნველი მეუღლის თვისებებს.
კუროს მოსწონს, როცა მასზე ზრუნავენ, სამაგიეროდ, საპასუხოს ზრუნვაზე არც თავად არასოდეს დაგზარდებათ. ნურასოდეს ააჩქარებთ ამ კაცს, ეს ალბათ ის ერთადერთი დაუწერელი კანონია, რომელიც კუროსთან ურთიერთობაში ნებისმიერმა ქალმა უნდა გაითავისოს. კუროები საშინლად ჯიუტები არიან. შესაბამისად, მსუბუქადაც კი ნუ ეცდებით დაარღვიოთ მისთვის ჩვეული ცხოვრებისეული რიტმი. მან უკეთ იცის, რა როდის და როგორ უნდა გააკეთოს. თანაც ისე, რომ არ დააგვიანოს.