ურთიერთობა მამაკაცებთან - თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცი არის ლომი

ურთიერთობა მამაკაცებთან - თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცი არის ლომი

შესაბამისად, ყველა მათგანის ერთ ქვაბში მოხარშვას და ქოქოლის მიყრას ნუ იჩქარებთ, თუკი რომელიმე მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობა არ გამოგივიდათ. იქნებ აქამდე არ შეგხვედრიათ თქვენი "ნახევარი"... ამას ჯობია, ჩვენი ახალი სტატიების ციკლს ჩაუსაფრდეთ და ზუსტად გაეცნოთ, რომელ მამაკაცთან ურთიერთობისას რას უნდა ელოდეთ მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

თუკი თქვენი ინტერესის ობიექტია ლომი

ურთიერთობის დასაწყისშივე გაითვალისწინეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება - მამაკაც ლომს უყვარს საკუთარი ცხოვრების შოუდ გადაქცევა. ამიტომ თუკი გსურთ, რომ მის გულში ჭეშმარიტად დედოფლის როლი დაიკაოთ, მოგიწევთ მასთან ერთად სცენაზე სხვადასხვა როლის განსახირება.

მოკლედ რომ ვთქვათ, მოგიწევთ "შეთამაშება". გამუდმებით დაუფიქსირეთ, რომ იგი თქვენთვის ნომერ პირველი მამაკაცია და ზოგადად, მასზე უფრო მნიშვნელოვანი პერსონა ქვეყნად არვინ გეგულებათ. ხშირად შეაქეთ და წაახალისეთ, კომპლიმენტები ლომს ისევე ესაჭიროება, როგორც ნორმალურ ადამიანს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ამიტომ ხშირად დააპურეთ ხოლმე ლომი აღფრთოვანების სოლიდური პორციებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ ტყავზე გამოცდით, რას ნიშნავს, როცა ზოოპარკში ლომს ხორცი აკლია. ნურასოდე დაუშვებთ შეცდომას და ნუ შეზღუდავთ მის დამოუკიდებლობას. პერიოდულად მაინც, ლომს ჰაერივით სჭირდება ჯუნგლებში გაჯირითება, რათა არ მოხდეს მისი ბრჭყალების უმოქმედბოსგან დაბლაგვება. ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ თქვენ მუდმივად ეგულებოდეთ გვერდით. მისი თვითშეფასების კოეფიციენტი საყვარელი ქალის ერთგულების ხარისხით ივსება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?