რამდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. მოდით, სათითაოდ გავეცნოთ მათ...
ურთიერთობის ტიპი – "მე და ჩემი მასწავლებელი"
ვერძი - მშვილდოსანი
კურო - თხის რქა
ტყუპი - მერწყული
კირჩხიბი - თევზები
ლომი - ვერძი
ქალწული - კურო
სასწორი - ტყუპი
მორიელი - კირჩხიბი
მშვილდოსანი - ლომი
თხის რქა - ქალწული
მერწყული - სასწორი
თევზები - მორიელი
ურთიერთობა ჩვენგან რიგით მეცხრე ნიშანთან, როგორც წესი "მასწავლებელი-მოსწავლის" სცენარს ემყარება. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, ჩვენი მეცხრე ნიშანი არის ის ადამიანი, ვისაც აქვს გაცილებით უფრო მეტი ინტელექტუალური რესურსი და მენტალური გამოცდილება, საიმისოდ რომ ჩვენ "გვასწავლოს", გაგვათვითცნობიეროს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითხში, მოგვცეს რჩევები და გვიხელმძღვანელოს. შესაძლოა, ჩვენმა მეცხრე ნიშანმა აბსოლუტურად გაუცნობიერებლად გვიბიძგოს იმისკენ, რომ საკუთარ თავში ახალი, აქამდე გაუაზრებელ-დაუფასებელი შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ. ძალიან ხშირად, მეცხრე ნიშანთან ურთიერთობა ააქტიურებს ჩვენს ცხოვრებაში მოგზაურობის, ძირითადი საცხოვრებლის ცვლის თემას. ამგვარ პარტნიორს შეუძლია ჩვენი საუკეთესო დამხმარე და თანამოაზრე იყოს პროფესიული საქმიანობის კუთხით. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს ჩვენში სულიერებისა და ფილოსოფიური აზროვნების ზრდას, ზოგჯერ, თუნდაც ნეგატიური მოვლენების ხარჯზე (დაშორება, კონფლიქტი). თუმცა, ძირითად შემთხვევაში, ამგვარი კავშირი, როგორც პარტნიორული, ისე საქმიანი ურთიერთობის კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერია.