ურთიერთობის ტიპი - მე და ჩემი "მსახური"

ურთიერთობის ტიპი - მე და ჩემი "მსახური"

ურთიერთობის რამდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. მოდით სათითაოდ გავეცნოთ მათ...

ურთიერთობის ტიპი - ”მე და ჩემი მსახური”

ვერძი - ქალწული

კურო - სასწორი

ტყუპი - მორიელი

კირჩხიბი - მშვილდოსანი

ლომი - თხის რქა

ქალწული - მერწყული

სასწორი - თევზები

მორიელი - ვერძი

მშვილდოსანი - კურო

თხის რქა - ტყუპი

მერწყული - კირჩხიბი

თევზები - ლომი

ჩვენგან მეექვსე ნიშანთან გარკვეული, ე.წ. ”მომხმარებლურ-თანამშრომლური” დამოკიდებულება გვაკავშირებს. ამიტომ ამგვარი ტიპის კავშირები, როგორც წესი პროფესიული თანამშრომლობის კუთხით ან საოჯახო ბიზნესის საწარმოებლადაა ყველაზე კარგი. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ გვინდა ეს ჩვენ თუ არა, ჩვენგან მეექვსე ნიშნით დაბადებული ყოველთვის განიცდის ძლიერ მიჯაჭვულობას ჩვენდამი, მიუხედავად იმისა, რა სახის ურთიერთობაც არ უნდა ჩამოყალიბდეს. ამიტომ ფსიქოლოგიურად ჩვენ ამ ხალხზე როგორც მენტალური, ისე სულიერი ზემოქმედების დიდი უნარი გაგავაჩნია და ეს ბოროტად არამც და არამც არ უნდა გამოვიყენოთ. კონფლიქტის ან უთანხმოების შემთხვევაშიც, ჩვენგან მეექვსე ნიშანს გაცილებით უფრო მეტი ”ხვდება” ვიდრე ჩვენ. იგი ფსიქოლოგიურადაც უფრო მეტად იტანჯება ასევე ცოლ-ქმრული დაპირისპირების შემთხვევაში. ასეთ წყვილებში ბევრია ოჯახს და ქმარ შვილს ”შეწირული”, პროფესიულად ვერშემდგარი ქალი და ცოლის ”კალთას ამოფარებული” მამაკაცი. მეექვსე ნიშნის წარმომადგენელი ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას განიცდის ჩვენი მისამართით, ეს იმიტომ რომ თავად მათთვის ჩვენ ვართ ის ფატალური მერვე ნიშნის ხალხი ვინც თავის მხრივ საუკეთესოდ აკმაყოფილებს ამ უკანასკნელთა სექსუალურ მოთხოვნილებებს.

თუკი მეექვსე ნიშნის წარმომადგენელი ჩვენი შვილია, აუცილებელია მის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის და ლოიალურობის გამოჩენა. იმიტომ რომ იგი ქვეცნობიერად ჩვენ მიმართ შიშს და კრძალვას განიცდის. გარდა ამისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ითხოვს ჩვენგან დიდ დაკვირვებას.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?