ურთიერთობის ტიპი - "მე და ჩემი ანარეკლი სარკეში"

ურთიერთობის ტიპი - "მე და ჩემი ანარეკლი სარკეში"

რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. მოდით სათითაოდ გავეცნოთ მათ...

ურთიერთობის ტიპი – მე და ჩემი "ანარეკლი სარკეში" ანუ ურთიერთობა ჩვენივე ნიშანთან

ურთიერთობა ჩვენივე ნიშნის წარმომადგენელ ადამიანთან, სარკეში ჩვენივე ორეულის ცქერას წააგავს. თუმცა, ყველას როდი ხელეწიფება თვალი გაუსწოროს საკუთარ ანარეკლს და შეულამაზებელი სიმართლე გააცნობიეროს საკუთარი თავის შესახებ, რომელიც აქამდე ქვეცნობიერად ალბათ ისეც იცოდა.

როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ამ მხრივ ყველაზე კარგად ერთ ჭერქვეშ მორიელების, კირჩხიბებისა და ქალწულების წყვილი თანაარსებობს. ჩვენივე ნიშნის წარმომადგენელი როგორც წესი, არანაკლებ გავაინტერესებს ვიდრე სხვა რომელიმე. ეს იმიტომ, რომ მას ბევრი რამ აქვს ჩვენს ხასიათთან საერთო. თუმცა, პრობლემებიც ბევრია, როცა საქმე უშუალოდ ქორწინებას ან ახლო მეგობრობას ეხება.

ძალიან ხშირად ამგვარ წყვილებში შეჯიბრის და კონკურენციის მომენტიც მძაფრადაა გამოხატული. გამომდინარე იქედან, რომ მზის ნიშნის მიხედვით ადამიანებს კონკრეტული ფასეულობები, მისწრაფებები და პროფესიული მიდრეკილებები გააჩნიათ. ამიტომ სასურველია, ამ ტიპის ურთიერთობა მაქსიმალური კომპრომისის და ურთიერთპატივისცემის ხარჯზე განვითარდება. ასე მეუღლეებს კარგი შანსი მიეცემათ საიმისოდ, რომ ერთმანეთს პარტნიორობა არამხოლოდ ოჯახურ ცხოვრებაში, საერთო პროფესიაში ან ბიზნესშიც გაუწიონ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?