უყვარხართ თუ მხოლოდ სექსი უნდა? - ამოიცანით მამაკაცის განზრახვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

უყვარხართ თუ მხოლოდ სექსი უნდა? - ამოიცანით  მამაკაცის განზრახვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

თუ ვერძს უყვარხართ, წუთით არ მოგშორდებათ გვერდიდან: სამსახურიდან პირდაპირ თქვენთან გამოიქცევა; გთხოვთ, წაჰყვეთ წვრილ-წვრილი საქმეების მოსაგვარებლად. თქვენი ჰობის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენს. ასევე ცნობისმოყვარე, პატარა ბავშვივით დაგისვამთ უამრავ შეკითხვას ჩავლილი დღის შესახებ.

თუ ვერძს თქვენთან მხოლოდ სექსი უნდა, პარალელურად სხვა ქალებსაც მისწერს და შეხვდება, მათთან ფიზიკურ სიახლოვესაც არ მოერიდება. თქვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გაიგებთ, მაგრამ ქალური ინტუიციით აუცილებლად მიხვდებით. ასევე შეგიძლიათ,  ერთმანეთთან ლოგიკურად დააკავშიროთ მისი ქცევები, ფაქტები და საეჭვო გარემოებები. შეისწავლეთ მამაკაცის სოციალური გვერდიც (ხშირად ინფორმაციის კარგი წყარო აღმოჩნდება ხოლმე).

კურო

თუ კუროს უყვარხართ, თავის რუტინაში ჩაგრთავთ - ეს ალბათ უინტერესოდ და არარომანტიკულად ჟღერს, მაგრამ კუროსთვის თავისი დღის რეჟიმი ყველაფერზე მნიშვნელოვანია და, თუ თქვენთვის მისი გაზიარება დაიწყო, გამოდის, უძვირფასესი გახდით. მეორე ეტაპზე კურო თავისი გეგმების თქვენზე მორგებას დაიწყებს, რომ თავი კომფორტულად გაგრძნობინოთ და თქვენი საქმე არ დააზარალოს.

თუ კუროს თქვენთან  სექსის გარდა, არაფერი სურს, მხოლოდ თავისუფალ დროს დაგითმობთ და არავითარ შემთხვევაში არ გამოძებნის განრიგში ადგილს სპეციალურად თქვენთან შეხვედრისთვის. ასევე, აშკარად დაიცავს თქვენ შორის დისტანციას, არ გადაგიშლით გულს და პირად სივრცეში არ შეგიშვებთ.

Astrologia
ტყუპი

თუ ტყუპს უყვარხართ, თქვენთან არ მოსწყინდება და თავგადასავლების ძიებას სხვაგან არ დაიწყებს - მეგობრებთან გაქცევის ნაცვლად, თქვენთან დარჩება ან თავისი სამეგობრო წრის სრულფასოვან წევრად გაქცევთ.

თუ ტყუპს თქვენთან მხოლოდ სექსი უდნა, დაავიწყდებათ დარეკვა, დაგიგვიანებენ მესიჯზე პასუხებს, მილიონ მიზეზს იპოვიან, რომ არ შეგხვდნენ ხშირად. თუ საზოგადოებაში ერთად მოხვდებით, სწრაფად გაქრებიან თქვენი თვალსაწიერიდან და სხვა ადამიანებთან გააბამენ დიალოგს, ისე თითქოს თქვენ არც არსებობთ.

Astrologia
კირჩხიბი

თუ კირჩხიბს უყვარხართ - გაგაღმერთებთ, თავს სამყაროში ყველაზე სასურველ და განსაკუთრებულ ქალად გაგრძნობინებთ. მის დედოფლად გადაიქცევით, რომელსაც ხელისგულზე ატარებს! აუცილებლად მოუყვება დედას თქვენ შესახებ და ახლო მომავალში გაგაცნობთ კიდეც. ავად თუ გახდებით, სასწრაფოდ მოგაკითხავთ! არც ბულიონის მომზადებას დაიზარებს და არც აფთიაქიდან წამლების ამოტანას.

თუ კირჩხიბს მხოლოდ სექსი უნდა, პერიოდულად ისეთ სიცივეს გამოავლენს, თითქოს საერთოდ არ აინტერესებთ და უცხო ხართ მისთვის. სიმართლე რომ ვთქვათ, ზუსტადაც უცხო ხართ, რადგან თავის ჯავშანს მხოლოდ იმ ადამიანებთან იხსნის, რომლებიც ნამდვილად უყვარს.

Astrologia
ლომი

თუ ლომს უყვარხართ, თქვენთან თავს კომფორტულად იგრძნობს  და აღარ მოუწევს ძალიან დიდი დროის ხარჯვა გარეგნობაზე. მის საფულეში ყოველთვის იქნება გადანახული თანხა თქვენი საჩუქრისთვის. ლომი მხოლოდ იმ ქალისგან აიტანს მოზომილ საყვედურს, რომელთანაც ღრმა ემოციური კავშირი აქვს, სხვა შემთხვევაში სიამაყე სძლევს.

თუ ლომს მხოლოდ ვნებას აღუძრავთ, თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოსახდენად ტყავიდან ამოძვრება, ძვირად ღირებულ სათვალეს და საათს გაიკეთებს, გამოეწყობა ისე, თითქოს მოდების ჩვენებიდან ეს-ესაა გამოვიდა, თუ ფული არ აქვს, ისესხებს და მაინც ძვირად ღირებულ კაფე-ბარში დაგპატიჟებთ.

Astrologia
ქალწული

თუ ქალწულს  მხოლოდ სექსი სურს, თვალს დახუჭავს თქვენს ცუდ ჩვევებზე: ფრჩხილების კვნეტაზე, სიგარეტზე, საზოგადოებრივ ადგილებში საღეჭი რეზინის გაბერვასა და გახეთქვაზე და ა.შ. მაშინ, როცა შეყვარებული ქალწული აუცილებლად შენიშვნებით აავსებს პარტნიორს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ფიქრობს: "რატომ დავხარჯო დრო ამ ადამიანის აღზრდაზე, როცა მასთან დარჩენას მაინც არ ვაპირებ?

თუ ქალწულს უყვარხართ, იბრძოლებს იმისთვის, რომ ყველა ნაკლი გამოგასწორებინოთ. თუ თქვენთან მიმართებაში შეცდომას დაუშვებს, აუცილებლად გთხოვთ პატიებას. ის დააფასებს თქვენს ინტელექტსა და შესაძლებლობებს, არა სიტყვით, არამედ საქმით. ქალწული საზოგადოებაში ხაზს გაუსვამს იმ ფაქტს, რომ წყვილი ხართ და არა მეგობრები.

Astrologia
სასწორი

თუ სასწორი მხოლოდ ისეთ სიტუაციებში გხვდებათ, სადაც გამოპრანჭული უნდა მიხვიდეთ და კომპლიმენტებს მხოლოდ გარეგნობასთან დაკავშირებით გეუბნებათ, დიდი ალბათობით, მას თქვენი სურვილი კლავს. ასევე, თუ ამჩნევთ, როგორ გაურბის თქვენი მკერდისა და უკანალისკენ თვალი - ვნების ალში იწვის! ზაფხულში ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება, მას შეუძლია, უბრალოდ, ზღვაზე ან აუზზე წაგიყვანოთ და თქვენი ფორმების მშვენიერებით დატკბეს. საქმე ისაა, რომ სასწორი ესთეტია... უყვარს, როცა ლამაზ ადგილებს, ნივთებს და ადამიანებს უთმობს დროს.

თუ სასწორს უყვარხართ, არავითარ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, რა გაცვიათ და როგორ გამოიყურებით, თმას თავისივე ხელით აგიჩეჩავთ და მაკიაჟსაც მოგაშორებთ. მისთვის პრიორიტეტული ხდება თქვენი სული და არა გარდერობი.

Astrologia
მორიელი

როცა მორიელს ძალიან სურს სამიზნეს დაეუფლოს, ელაპარაკება მხოლოდ იმას, რისი მოსმენაც ამ ქალს მოეწონება. თუ როლში ძალიან შეიჭრა, შეუძლია იდეალურ კაცად მოაჩვენოს თავი.

როცა მორიელი შეყვარებულია, გულახდულად საუბარს იწყებს - ახმოვანებს ისეთ ბნელ ფიქრებსა და ფარულ შიშს, რომელშიც საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამ დროს თავადაც ყურადღებიანი მსმენელი და კარგი მრჩეველი ხდება. არსებობს ერთი თვისება, რომელიც შეუძლებელია ქალმა ვერ შეამჩნიოს. მამაკაცი მორიელი არანორმალურად ეჭვიანია, თუ ქალის მიმართ სერიოზული განზრახვა აქვს, შეუძლია, სასიკვდილოდ გაიმეტოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც "მის საკუთრებას" შეეხება.

Astrologia

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ტრამალის მგელია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცი ერთადერთი პირობით იწყებს ურთიერთობას ქალთან - ამ პირობას, დიდი ალბათობით, არ გაგიმხელთ - ურთიერთობა უნდა იყოს მოკლე, უმტკივნეულოდ უნდა დაშორდეთ და თქვენ-თქვენი გზა გააგრძელოთ. დიდად არ მოიხიბლეთ პერსპექტივით, არა? სამაგიეროდ, მშვილდოსნებისთვის ეს სრული კომფორტია - რაც მეტი ქალი, მით უკეთესი! თუ შვილდოსანს თქვენთან მხოლოდ სექსი უნდა, ის თანახმა იქნება, რომ სხვა კაცებსაც შეხვდეთ, მოგანიჭებთ იმდენ თავისუფლებას, რამდენიც გენდომებათ - უფრო სწორად, სადავეები რომც გადაულოცოთ, მოსაქაჩად ხელს არ მოჰკიდებს. ეს ყველაფერი გრძელდება იქამდე, სანამ მშვილდოსანს შეუყვარდება. თუ მშვილდოსანი შეყვარებულია, ისე გარდაისახება, საკუთარი თავის ცნობა უჭირს - ყოველთვის გრძნობს აწუხებს თუ არა რამე მის შეყვარებულს, სად უნდა წასვლა, რა გაახარებს და ა.შ.

Astrologia

თხის რქა

როცა თხის რქას მხოლოდ ვნება ამოძრავებს, სპორტული ჟინი იპყრობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცებისთვის ქალის მოპოვება თავმოყვარეობის საკითხია. მათთვის მიუღწეველი მანდილოსნები არ არსებობენ, რადგან ყველა საკითხს საქმიანად უდგებიან. თხის რქა დაჯდება, დაგეგმავს და გეგმას გაანორციელებს. სულ ეს არის. შემდეგ კი ახალ სამიზნეს დაუწყებს ძებნას.

როცა თხის რქა შეყვარებულია, ის მომავალზე ფიქრობს. სურს, ისიც კი დაგეგმოს, რას გააკეთებს საყვარელ ქალთან ერთად 5 წელიწადში. თხის რქამ ზუსტად იცის, როდის არის შეყვარებული და როდის - არა.

Astrologia
მერწყული

თუ მერწყულს უნდიხართ, გაგეფლირტავებათ და გამოგიწვევთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ურთიერთობას მეგობრობას უწოდებს. მეგობრობის სახელითვე დაწვება თქვენთან. აი, შეყვარებულს კი არავითარ შემთხვევაში არ გიწოდებთ. თუ ისეთი ტიპის მერწყულთან დაიჭირეთ საქმეს, რომლისთვისაც სტატუსები ბევრს არაფერს ნიშნავს, იგივე ინდიკატორი არ გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში დააკვირდით რამდენად პრიორიტეტული ხართ მისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მერწყული ხშირად ატყუებს ქალს, რომელიც მისთვის სულ ერთია. თუ ტყუილში გამოიჭერთ, საფიქრალი აღარაფერია...

თუ მერწყულს უყვარხართ, არ მოგაკლდებათ რომანტიკული სიურპრიზები: ფეიერვერკები, ვარდები, სერენადები. ყოველი ჩხუბის შემდეგ თქვენს შემოსარიგებლად ახალ, ორიგინალურ ხერხს მოიფიქრებს.

Astrologia
თევზები

თუ თევზს თქვენთან მხოლოდ სექსი უნდა, არ გამოაჩენს რომ სენტიმენტალურია. სრულიად სხვა პიროვნების როლს მოირგებს და თავს მოგაწონებთ. გარკვეული დროის მერე თევზს თამაში ბეზრდება და, როგორი კარგი სექსიც არ უნდა შესთავაზოთ, მიდის. გაიცანით თევზის მეგობრები, გაიგეთ მის შესახებ ისტორიები, სთხოვეთ ბავშვობის ალბომი დაგათვალიერებინოთ და მოაყოლეთ წარსულის ამბები. თუ კატეგორიულ უარზე იქნება, წვალება არ ღირს, როგორც ჩანს, ამ კაცს გადაწყვეტილი აქვს, რომ თქვენთან სექსი გარდა არაფერი სურს.

Astrologia

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?