მისი მეშვეობით. ამიტომ სასურველია, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლების მიხედვით შეარჩიოთ ვარცხნილობა.
კირჩხიბი
კირჩხიბი ქალების უმრავლესობას, ხშირი და ტალღოვანი თმა აქვს. გარდა ამისა, კირჩხიბის ზოდიაქოს ზოგიერთ წარმომადგენელს, სპეციფიკური აგებულების გამო რიგ შემთხვევებში თავი, სხეულთან შედარებით ოდნავ დიდი მოუჩანს. აქედან გამომდინარე, ქალ კირჩხიბს ბალანსის აღსადგენად ასტროლოგები კარეს ტიპის ვარცხნილობის ტარებას ურჩევენ. ამგვარი ვარცხნილობა კირჩხიბის ქალურობას გაუსვამს ხაზს და ამ უკანასკნელს ნაკლებად ოფიციალურ გამომეტყველებას შესძენს. ასევე კარგი იქნება კირჩხიბისთვის, სხვადასხვა დეკორატიული თმის სამაგრის ტარება. ასეთი ტიპის თავსამკაულებს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები განსაკუთრებულად იხდენენ (გავიხსენოთ ცნობილი მხატვარი ქალი ფრიდა კალო – კირჩხიბის ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენელი).