მისი მეშვეობით. ამიტომ სასურველია, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლების მიხედვით შეარჩიოთ ვარცხნილობა.
ვერძი
ვერძი ქალები დინამიურები, აქტიურები და ენერგიულები არიან. მათი უმრავლესობა სერიოზულად არასოდეს აღიქვამს ასაკის მატებას. ამიტომ ისინი თავს მუდმივად ახალგაზრდად გრძნობენ. ძვირფასო ვერძებო, თუკი ვარცხნილობასაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეარჩევთ გარშემო მყოფები, მუდმივად აღტაცებული იქნებიან თქვენი თინეიჯერული გარეგნობით. საამისოდ კი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ვერძი ქალისთვის, მოკლე ვარცხნილობა იქნება. ბობ-კარე, კარე ან უბრალოდ, ბიჭურად შეჭრილი, დაუდევრად აჩეჩილი თმა თქვენს იმიჯს სიხალისესა და ახალგაზრდულ იერს შემატებს. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ვერძების ძირითადი ნაწილი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ამგვარი ვარცხნილობა მათთვის ადვილად მოსავლელიცაა. რაც შეეხება ტონალობას, სასურველია შეარჩიოთ ჟღალი, ქერა ან მელირებული თმის ტონი.