ვერძი ქალი & კურო მამაკაცი

ვერძი ქალი & კურო მამაკაცი

იდეალური წყვილი- დევიდ და ვიქტორია ბექჰემები

ურთიერთობა რომელიც ამ ორს შორის შესაძლოა ჩამოყალიბდეს, პირველ რიგში ვერძი ქალისთვის იქნება ჭკუის სასწავლებელი, ცხოვრებისეული გაკვეთილი. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მიაჩნიათ, რომ გადაულახავი დაბრკოლება ბუნებაში არ არსებობს და ნებისმიერ სირთულეს შეიძლება გადაახტე, შემოურბინო ან მარსიანული ენერგიის დაძაბვის ხარჯზე აღგავო პირისაგან მიწისა. თუმცა კუროსთან ურთიერთობა ზუსტად ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვერძი ადრე თუ გვიან, ნათლად ხვდება, რომ ”აშკარად მისამართი შეეშალა” .

ეს კაცი, საშინლად ჯიუტია ზუსტად მაშინ, როცა ვერძი მის ადგილიდან დაძვრას თავგამოდებით ცდილობს. ექაჩება წინ, ის კიდე რატომღაც არსად ჩქარობს, უყენებს კატეგორიულ მოთხოვნებს, ამის პასუხად კი იგი უბრალოდ იბუტება და უარს აცხადებს ყველანაირ კომუნიკაციაზე. მართალია რაღაც პერიოდის შემდეგ, ნელ-ნელა გამოიდარებს და შეეცდება რომ მთლად არ გაწყვიტოს ურთიერთობა, მაგრამ თუ ვერძი ხანდახან მაინც, მოახერხებს საკუთარ მარსიანულ ტეპმერამენტს აჯობოს და სულ ცოტათი შეარბილოს და ამ კაცთან მიდგომის ფორმა, შესაძლებელია ყველაფერი სულ სხვა სცენარის მიხედვით განვითარდეს. რადგან, როცა ვერძი იღიმება-კუროს სიჯიუტე უკან იხევს, ჩაეხუტება და ეს უკანასკნელი მთელი დღის მანძილზე ივლის ბედნიერი ღიმილით, ისე როგორც ცხვირში ყვავილგაჩრილი კეთილი ხარი-ტორეადორი. ამიტომ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ის, რომ ამ ურთიერთობაში თუ ყველა არა, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ვერძზეა დამოკიდებული, თანაც ნებისმიერი მიმართულებით.

საკითხები, რომლის გამოც შეიძლება ამ ორს შორის კონფლიქტი წარმოიშვას, მრავალმხრივი და ამოუწურავია. ისინი შეიძლება ერთმანეთს ფინანსური საკითხების გამო წაეკიდონ, რადგან ვერძის მიდრეკილება უმისამართოდ გაატანოს კუროს მიერ მუყაითი შრომით ნაშოვნი ფული ქარს, ამ უკანასკნელში სამართლიან აღშფოთებას გამოიწვევს. არადა ძუნწი ამ კაცს, არამც და არამც არ ჰქვია, პირიქით საყვარელი ადამიანისთვის ჭეშმარიტ კუროს ყველაფერი ემეტება, უბრალოდ ვერძი ქალის მფლანგველობას არ გააჩნია თავი და ბოლო. ამას გარდა, სტაბილურობის და სიმყუდროვის მოყვარულ კუროს, ვერძისთვის დამახასიათებელი თავგადასავლების და სიახლეების სიყვარულიც არაერთგზის აურევს თავგზას. თუმცა სულ ცოტა მონდომება ორივეს მხრიდან, პატარ-პატარა კომპრომისები და შესაძლებელია ამ ორის ურთიერთობა საკმაოდ ჰარმონიულ სტადიაში გადავიდეს. კუროსთვის აუცილებელია გააცნობიეროს ის რომ მის ცოლს ჰაერივით ესაჭიროება თავისუფლება, ხოლო ვერძი თავის მხრივ ქმრის მესაკუთრულ ხასიათს უნდა მოეკიდოს მეტი გაგებით. შესაძლოა იგი მანიაკალური ეჭვიანობის გრძნობით არ იტნჯებოდეს, მაგრამ არც ერთი კურო არ დათმობს უბრძოლველად იმას, რაც თავის საკუთრებად მიაჩნია. მამაკაცი კურო უზომოდ ჯიუტია, ამას არც არავინ უარყოფს. მისი ეს თვისება ყველაზე მწვავე ფორმით მაშინ იჩენს თავს, თუკი მაგალითად ქალი ვერძი მისგან დაჟინებით მოითხოვს დაუკრიფოს გვირილები, როცა ეს უკანასკნელი წაძინების ხასიათზეა, ან მოინდომებს მეგობრებს გააცნოს იგი, ზუსტად მაშინ როცა კურო ტელევიზიით თავის საყვარელ გადაცემას უყურებს, თევზაობის შესახებ. სხვა დროს, შეიძლება იგი შესანიშნავი მასპინძელი და მხიარული თანამოსაუბრეც იყოს სტუმრებისთვის, მაგრამ როცა მის სიმყუდროვეს ვინმე უხეშად ( და რაც მთავარია დაუგეგმავად!) არღვევს, ხარისთვის დამახასიათებელი სიჯიუტის ღილაკი, მომენტალურად ირთვება. თუმცა მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, კუროს რომელსაც მართლა უყვარს თავისი ვერძი მეორე ნახევარი, უზომოდ ბევრის მოთმენა და ატანა შეუძლია ამ უკანასკნელის გამო. ამიტომ იგი სიმშვიდით შეხვდება ცოლის ხმაურიან კონფლიქტს შეფთან ან ნათესავებთან, გმირულად აიტანს მისი მხრიდან, კბილის ექიმთან წასვლის აუცილებლობის წინ გამართულ მრავალსაათიან ზუზუნს და მოთქმა გოდებას ( ვერძების უმრავლესობას ხომ დანტისტები მოსისხლე მტრებად მიაჩნია) და არც იმის გამო უსაყვედურებს ცოლს, თუ ეს უკანასკნელი ქორწინების ბეჭედს რესტორანში სადილობისას, პიურეთი სავსე თეფშს გააყოლებს და დანაკარგზე მხოლოდ მეორე დილით დაფიქრდება. ამას და ვერძისთვის დამახასიათებელ კიდევ ბევრ, არცთუ მაინც და მაინც მომხიბვლელ თვისებას, ტიპიური კურო შესაშური მოთმინებით გადაიტანს, თუ თავად ვერძის მხრიდან, მის მიმართ ტვინის ბურღვის მცდელობებს სისტემატიური ხასიათი არ მიეცემა და ეს უკანასკნელი, ბოროტად არ ისარგებლებს მისი სიმშვიდით, რომელსაც როგორც ყველაფერს ცხოვრებაში აუცილებლად ექნება საზღვარი. თუმცა თუკი ვერძი ცოლი ნაწილობრივ მაინც მოახერხებს იმას, რომ ქმარს მაქსიმალური სინაზით და პატივისცემით მოეპყროს, მისთვის ემოციური კომფორტის შექმნა ხანდახან მაინც შესძლოს და შედარებით ნაკლები ინტენსივობით ხარჯოს უმისამართოდ მისი ნაშოვნი ფული, ეს ადამიანი ყველა სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცზე უკეთ შესძლებს მას კარგი მეუღლეობა გაუწიოს. იგი ყოველთვის იქნება მის გვერდით, მაშინ როცა ეს უკანასკნელი თავს უბედურად იგძნობს, ისევ და ისევ საკუთარი დაუკვირვებელი საქციელიდან გამომდინარე მიღებული ცხოვრებისეული დარტყმების გამო, ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ ხშირად კუროსთვის ბოლომდე არცთუ გასაგები იქნება, ვერძისთვის დამახასიათებელი ემოციური და იმპულსური გამოხტომები, იგი არასოდეს გააკრიტიკებს ცოლს და მისი პერიოდულად მართლაც რომ აუტანელი ხასიათის მიუხედავად, მაინც შეეცდება გაცილებით უფრო მყარი და უზრუნველყოფილი საფუძველი შექმნას, მათი ერთობლივი, სამომავლო თანაცხოვრებისათვის.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?