ვერძი ქალი & სასწორი მამაკაცი

ვერძი ქალი & სასწორი მამაკაცი

იდეალური წყვილი – მერაია ქერი და ნიკ ქენონი

ასტროლოგიური წესის თანახმად, სასწორი და ვერძი საპირისპირო ნიშანია, მაგრამ თუ ეს ორი ერთმანეთს იზიდავს, შეუძლიათ ერთმანეთში საუკეთესო თვისებების დანახვა და დაფასება, ისინი გვერდიგვერდ ბედნიერად გაატარებენ მთელ სიცოცხლეს. ხოლო, თუ მათ ჰოროსკოპში მზისა და მთვარის ჰარმონიული კავშირი არაა, მათი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. თუმცა, გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს.

სასწორი მამაკაცი თავბრუდამხვევად მოქმედებს საპირისპირო სქესზე და განსაკუთრებით ცეცხლოვან ქალებზე და თანაც, 30 წელს გადაცილებულებზე. სასწორი სანამ შეყვარებულია ვერ ამჩნევს, რომ ვერძი აჩრდილივით ყველგან თან დაჰყვება და საჭირო დროს კრავიდან ცეცხლისმფრქვეველ დრაკონად გადაიქცევა.

Astrologia

სასწორი შეყვარებულია სიყვარულზე, დაქორწინებასაც დაუფიქრებლად წყვეტს და სწორედ აქ მოსდის მარცხი. თავდაპირველად ვერ ამჩნევს ვერძის შემოტევებს, აგრესიას, ეს მას თამაში, ვნების გამომწვევა ჰგონია, მაგრამ როცა მიხვდება, თუ ვინ ჰყავს გვერდში, სახლიდან გაქცევა მოუნდება. გაცეცხლებული ვერძი თავის "საკუთრებას" სახლიდან "თბილი სიტყვების" გარეშე, რა თქმა უნდა არ გაუშვებს და სასწორიც შესაძლოა, საკუთარი ნივთების წასაღებადაც არ დაბრუნდეს ვერძის სახლში. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ბედნიერება იქნებოდა, ვერძს ცოტა თავშეკავება რომ სცოდნოდა და დიპლომატიურად მისდგომოდა სასწორს. ეს უკანასაკნელი საღამოებს სხვა ქალებს, სმასა და დროსტარებას კი არა, ლიტერატურას, მუსიკას, კინოს დაუთმობდა და ვერძის გამჭრიახი გონების დახმარებით ამ სფეროებში წარმატებასაც მიაღწევდა.

Astrologia

თუმცა, ნურც დადებითი მხარეები დაგვავიწყდება, – ვერძისა და სასწორის დუეტში – ჰაერისა და ცეცხლის კავშირში უამრავი დადებითი მომენტია. მთავარია, ვერძმა ისწავლოს ურთიერთობაში ტაქტი და სინაზე. იგი ქმრად "კუნთმაგარსა და გონებაჩლუნგს" არასდროს აირჩევს. მას ინტელექტუალური მამაკაცი მოსწონს, რომელთანაც ემოციური და მენტალური კავშირი ექნება. მხოლოდ სასწორ მამაკაცს შეუძლია თავისი სიყვარულითა და მოთმინებით, უხეში, გარშემო მყოფებისა და განსაკუთრებით მამაკაცების მიმართ აგრესიული ვერძი მოსიყვარულე, ქალურ, ვნებიან საყვარლად აქციოს. თუ სასწორი შეცდომებზეც დელიკატურად მიუთითებს, ვერძი გამოსწორდება. ის შეეცდება მაინც, რომ საყვარელი მამაკაცის თვალში არ გაუბრალოვდეს. პირიქით, ამაღლდეს და მისთვის ერთადერთ და განუმეორებელ ქალად იქცეს; მაგრამ თუ ვერძს უბრძანებენ ან შეცდომაზე უხეშად მიუთითებენ, თუნდაც საყვარელი მამაკაცი, ვერძის რისხვას საზღვარი არ ექნება. მშვიდობისმომხრე სასწორი ვერ გაუძლებს ვერძის აგრესიას და გაეცლება. ვერძი დაკარგავს ყველაზე ძვირფას ადამიანს ცხოვრებაში და კიდევ უფრო გაბოროტდება სამყაროზეც და მამაკაცებზეც.

Astrologia

ვერძმა ქალმა და სასწორმა მამაკაცმა უნდა ისწავლონ ჰარმონიული თანაცხოვრება. მათ შეუძლიათ იკამათონ სამზარეულოში, ბაღში, ავტოფარეხში, გაიბუტონ კიდეც, მაგრამ საძინებელში, ძილის წინ კოცნისთანავე აუცილებლად შერიგდებიან. მათ შორის ძლიერი ვნებაა, მაგრამ მარტო ვნება არა საკმარისი ოჯახის, ურთიერთობის შესანარჩუნებლად. მათ უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა (განსაკუთრებით ვერძმა), ერთმანეთში დადებით თვისებების აღმოჩენა და მათი დაფასება. აი, სწორედ ამ შემთხვევაში იქნება მათი ოჯახი მყარი, ლამაზი და მრავალრიცხოვანი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?