იდეალური წყვილი სელინ დიონი და რენე ანჯელილი
ვერძი ქალი მალევე აღმოაჩენს მხიარულ წვეულებაზე თხის რქა მამაკაცს. მისთვის, სენტიმენტალური და ეგოისტური ნატურისთვის ცნობილია თხის რქის მოწყენილობის მიზეზი. ვერავინ შეძლო მისთვის სამყაროს მშვენიერება დაენახვებინა. ვერძს არ სჩვევია დიდხანს ორჭოფობა. იგი მიზანმიმართულად მიიჩქარის დასახული მიზნისკენ. მაგრამ თხის რქის ცივმა და მოსაწყენმა პერსონამ შეიძლება იმედი გაუცრუოს ვერძს. რატომ დაკარგოს დრო ამ კარიერისტ ტიპზე, რომელიც ოჯახის (დეიდებისა და ბებიების ჩათვლით) ნებართვის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამს. მასთან რომანზე ოცნებაც არ ღირს. იგი დიდი ხანია სამსახურზე, ამბიციებსა და ნათესავებზეა "დაქორწინებული". ასე შეიძლება დასრულდეს არც კი დაწყებული ურთიერთობა. თუმცა...
თხის რქა აფასებს სილამაზეს. იგი გულჩათხრობილი ადამიანია და თუ არ დარწმუნდა სატრფოს ერთგულებაში, არ გაუმხელს, რომ ბავშვობაში, ყველასგან უჩუმრად ხატავდა, მუსიკას უსმენდა. შემდეგ კი ციხესიმაგრე აიშენა, სამყაროსგან თავდასაცავად. შეიძლება თხის რქამ გაუღოს ვერძს თავისი გულის კარი, რათა მათ ერთად შეძლონ ცისარტყელის ხატვა, მაგრამ ვერძმაც უნდა მოინდომოს ურთიერთობის გაგრძელება. მათი ცხოვრება შეიძლება ქვემოთ მოყვანილი სცენარით წარიმართოს:
თხის რქამ მუხლი დაიზიანა და სიარულს 3 კვირა ვერ შეძლებს (სხვათა შორის, თხის რქის სუსტი წერტილი მუხლები და სახსრებია. ხშირად იტანჯებიან ართრიტითა და კბილის ტკივილით. სხვა მხრივ კი ჯანმრთელები არიან). ამიტომ, მათი მთაში გამგზავრება სასრიალოდ საფრთხის ქვეშაა:
ვერძი: ძვირფასო, ვწუხვარ, რომ ვერ შეძლებ წამოსვლას. წინააღმდეგი ხომ არ იქნები, მე რომ წავიდე.
თხის რქა: იცი, ვინ ხარ? ეგოისტი
ვერძი: რას მთავაზობ, გვერდით გეჯდე და განუგეშო? ამ უიკ-ენდს მთელი წელი ველოდი. გირჩევნია, თავს ძალა დაატანო და წამოხვიდე. უბრალოდ, თხილამურებით სრიალს ვერ შეძლებს.
თხის რქა: დამცინი? როგორ წამოვალ ასეთი ტრავმით? რომ გყვარებოდი, ჩემ გვერდით დარჩებოდი!
ვერძი: იცი, ვინ ხარ? ეგოისტი!
სინამდვილეში, ორივე მართალია, – ორივე ეგოისტია.
ახლა მეორე სიტუაცია წარმოიდგინეთ:
ვერძი უფულოდაა და მანქანის რემონტისათვის ფული თხის რქას სთხოვა. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ორს უყვარს ერთმანეთი. გავიდა რამდენიმე თვე. ვერძი დატრიალდა, დაბზრიალდა და ვალი სრულიად დაავიწყდა. თხის რქა რბილად ახსენებს ვალს, მაგრამ ვერძი ყურსაც არ იბერტყავს. ამასანავე, საყვარელ ადამიანს, ყოველ დღესაწაულზე ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებს. თხის რქა მადლიერია მისი საჩუქრების, მაგრამ ერთ დღესაც ვალის გადახდას ოფიციალურად მოსთხოვს და მოხდება წარმოუდგენელი რამ: ზოდიაქოს ორი ნიშანი რქებით შეეჯახება ერთმანეთს.
ცეცხლისა და მიწის წარმომადგენლები იშვიათად უგებენ ერთმანეთს. თხის რქას თანახმაა მარტოობით დაიტანჯოს, ვიდრე ხანმოკლე ვნების ალში გაეხვიოს. ვერძს კი ურჩევნია, ცეცხლში თავად გადაეშვას, ვიდრე უბრძოლველად ჩაჰბარდეს.
ამ ორის შეერთება მხოლოდ სასწაულს შეუძლია. ასეთი რამ შესაძლებელია, თუ თხის რქას მთვარე ვერძში, მშვილდოსანში, ლომში, ტყუპსა და მერწყულში უზის. ვერძს კი – თხის რქაში, კუროში, ქალწულში, თევზსა და მორიელში. მზისა და მთვარის ჰარმონიული შეერთების შემთხვევაში ვერძი-თხის რქის კავშირი ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთმანეთს დანანების გარეშე დაშორდებიან.
თავდაპირველად, შეყვარებული თხის რქა და ვერძი ერთმანეთს ვარდისფერი სათვალით უყურებენ. თხის რქა მამაკაცს აღაფრთოვანებს ვერძი ქალის ღიმილი, ოპტიმიზმის შეგრძნება. შემდეგ იგი მის გადაკეთებას შეეცება და აქ იფეთქებს პირველი კონფლიქტი. ვერძი ქალი აღფრთოვანებულია მშვიდი, ბრძნული, გაწონასწორებული თხის რქით. შემდეგ ეს ყველაფერი, რაც ადრე ხიბლავდა მასში... მობეზრდება. ვერძ ქალს სიცოცხლე უხარია. მას შეუძლია ზაფხულის წვიმაში ფეხშიშველმა, ქოლგის გარეშე ირბინოს, თხის რქა კი ფანჯარაშიც არ გაჰყოფს ცხვირს. მას არ ესმის, როგორ შეიძლება მოსწონს ვერძს ცხოვრების კარუსელებზე ქროლვა, მას ხომ თავბრუ ესხმის? ვერძს უყვარს სიმღერის ხმამაღალი მოსმენა სტადიონზე და ქარი, რომელიც თმას უწეწავს. თხის რქა კი ამაში მოსაწონს ვერაფერს ხედავს. ვერძს უკვირს, რატომ მალავს თხის რქა გულის გასაღებს? გულში ხომ სიცარიელეა, მოსაპარი არაფერია. თუ თავად არ დაასახლა შიგნით ვინმე?
როცა მათი სიყვარული დასრულდება და გზები – გაიყრება, ვერძი დიდხანს ინაღვლებს, ხშირად გამოიტირებს, მაგრამ არავის დაანახვებს თავის ტკივილის. ის ზედმეტად ამაყია! თხის რქა კი – ზედმეტად ცივი და გარიყული. შეხვედრისას ცივად მიესალმება ვერძს და არც კი გაუცინებს.
წლების გასვლის შემდეგ, უერთმანეთოდ დარჩენილი ვერძი ხშირად დაადანაშაულებს თავის თავს, რომ არ დარჩა მუხლდაზიანებული თხის რქის გვერდით. როგორ შეიძლება იყო ასეთი ეგოისტი? – ხშირად ჰკითხავს საკუთარ თავს. თხის რქა კი გაუწყრება საკუთარ თავს, რომ არ გაჰყვა ვერძს მთაში. მერე რა, რომ ვერ შეძლებდა სრიალს. სამაგიეროდ, ნახავდა, რა მშვენივრად ეშვება მისი სატრფო მთიდან. ეგოიზმის მსხვერპლი!