რაღა თქმა უნდა იმ მნიშვნელოვან ვახშამზე მოხვედრაც არ მეღირსება, იქ მოხვედრის გარეშე კი ჯობია საერთოდ აღარ ვიფიქრო ხვალიდან სამსახურში გამოჩენა და თუ მე ვეღარ ვიმუშავე, ხომ იცი შიმშილით დავიხოცებით და ჩვენი შვილები ქუჩაში აღმოჩნდებიან, როგორც უკანასკნელი ღატაკები..
მისის დარლინგი კი, ქმრის ამგვარი ემოციური მონოლოგის მიუხედავად მაინც უჩვეულო შემართებით აგრძელებდა სიმშვიდის შენარჩუნებას
-მოდი, მე მაინც ვცდი ჰალსტუხის შეკვრას საყვარელო!”
იდეალური წყვილი - ჩარლი ჩაპლინი და უნა ო’ნილი
ქალი კურო, თუკი მის პირად კოსმოგრამაში მეოთხე სახლი (ოჯახი, დედობა, შვილები) ან მისი მმართველი ზედმეტად გადატვირთული არაა სხვა პლანეტებთან ნეგატიური ასპექტებით, როგორც წესი მოწოდებით დიასახლისად და სანიმუშო მეუღლედ იბადება. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის პირად რუკაში მსგავსი ტიპის ასპექტები შეინიშნება, რის გამოც ეს უკანასკნელი შესაძლოა ახალგაზრდობის წლებში მრავალრიცხოვან, ქარაფშუტულ ფლირტზე დათანხმდეს, მისი უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში მაინც მყუდრო ოჯახის შექმნა, შვილების გაჩენა და საკუთარი საცხოვრებლის კომფორტულად მოწყობა იქნება. მართალია ბუნებით მესაკუთრეა, მაგრამ უსაფუძვლო ეჭვიანობით, როგორც წესი კურო ქალი იშვიათად იტანჯება, საამისოდ მამაკაცმა მას ძალზე სერიოზული და ზედმეტად თვალშისაცემი მიზეზი უნდა მისცეს, რაც საბოლოოდ ნამდვილად არ დამთავრდება ამ უკანასკნელისთვის კარგად, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. საერთო ჯამში, კი კურო ქალი მომთმენი, მოსიყვარულე და გონიერი პარტნიორია. ხოლო ნიჭი ყველაფერ ამასთან ერთად, კარგი მსმენელი და თანამოსაუბრეც იყოს მამაკაცისთვის, აჯადოებს კიდეც ვერძს, რომელსაც თავის მხრივ გამუდმებით ესაჭიროება აუდიტორია საკუთარი გენიალური იდეებისა და მიზნების გასაჟღერებლად. ამას გარდა, მამაკაც ვერძებს თანამოაზრეებისა და მრავალრიცხოვანი მეგობრების სახლში მოპატიჟებაც უყვართ, რომელთათვისაც ქალ კუროს შესანიშნავი მასპინძლობის გაწევა შეუძლია ყველაფერთან ერთად. გამომდინარე იქედან, რომ არც ერთ საშუალოსტატისტიკრ ვერძს არ ეხერხება ცხოვრებაში სიტყვა ”ეკონომიის” არსის ბოლომდე გაგება და გათავისება, კურო ქალი ამ მხრივაც იდეალური კომბინაციაა ვერძი მამაკაცისთვის, ქრონიკული მფლანგველობის დასაბალანსებლად. როგორც წესი მამაკაც ვერძებს ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა იზიდავთ, კურო ქალი კი თავის მხრივ ბუნების წიაღში ყოფნას აღმერთებს. აქედან გამომდინარე, ამ ორს დაახლოვებაში ხელს ერთობლივ პიკნიკებსა და ლაშქრობებში მონაწილეობაც შეუწყობს. თუმცა საცხოვრებლად სასურველი გარემოს არჩევისას, შესაძლოა მათ შორის პირველმა პრობლემებმაც იჩინოს თავი. კურო ქალს კომფორტი, სიმყუდროვე და სიმწვანე უყვარს, აქედან გამომდინარე მან შესაძლოა ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება არჩიოს, მაშინ როცა მის ვერძ ქმარს, დიდი მეგაპოლისის ხმაურისა და რიტმის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია. არანაკლები აგრესიის ნაპერწკლებია მოსალოდნელი, როცა ეს ორი საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვა-განკარგვის საკითხს მიადგება და მაშინ, როცა ვერძს ახალი მანქანის ყიდვა ექნება გადაწყვეტილი, ნაკლებად დააინტერესებს ის საკითხი, რომ მის ცოლს სასაწრაფოდ მაცივარი ან ტოსტერი ესაჭიროება. განსხვავება ვლინდება იმაშიც, რომ ვერძი ქმარის საყვარელი განყოფილება ბანკში-საკრედიტო განყოფილებაა, ცოლი კურო კი ანაბრების გახსნას აღმერთებს. თუმცა თუკი მეუღლე, უახლესი მოდელის ავტომიბილების შეძენასთან ერთად, ფულს მისი ძვირფასეულობის ან საოჯახო ინვენტარის შესაძენადაც გაიმეტებს, ცოლი კურო შესაძლებელია შედარებით ლმობიერი გახდეს ქმრის დაუგეგმავი ფინანსური ავანიტიურების მიმართ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩვეულებრივ მშვიდი და აუღელვებელი კურო ქალი, მწყობრიდან გამოიყვანოს მეუღლის მხრიდან დაუდევარმა საქციელმა (რაც ვერძებს არაერთგზის ახასიათებთ), მან შეიძლება სიგარეტის ფერფლით დაწვას ახლადშეძენილი სამეული ან ყურძნის წვენით დაალაქავოს წინა კვირას ნაყიდი ქათქათა ხალიჩა. ამასთან ერთად იგი, ვერაფრით გაიგებს თუ რატომ ნერვიულობს მისი ცოლი ამგვარ უსაფუძვლო წვრილმანებზე ამდენს, მაშინ როცა ამ ქვეყნად გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელი. გაფუჭებული ან დალაქავებული საგნების ახლით შეცვლას ხომ არაფერი უდგას წინ? კურო ქალები, როგორც წესი კარგი მეხსიერებით და წესრიგის სიყვარულით გამოირჩევიან, აქედან გამომდინარე თუკი თავქარიან ვერძ ქმარს, ღმერთმა ნუ ქნას და მათი ქორწინების წლისთავი ან სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი თარიღი გამორჩა მხედველობიდან, იმ საღამოს, სახლში მისულს ჩვეულებრივ მშვიდი ოჯახური იდილიის ნაცვლად, უჩვეულოდ გაანჩხლებული და ენამწარე ცოლი შერჩება ხელში. სხვა შემთხვევაში კი ტიპიური ქალი კურო, იშვიათად ეშვება იმ დონემდე რომ მეუღლე მომაბეზრებელი საყვედურებით ან ჭკუის სწავლებით დაღალოს. გულწრფელი სიყვარული, პატივმოყვარეობა, სიალალე და ფინანსური სიმყარის გარატია, აი კურო ქალის გულისკენ მიმავალი ოთხი ნაცადი გზა. მამაკაც ვერძს უპრობლემოდ შეუძლია, ჩამოთვლილთაგან პირველი სამის დაკმაყოფილება, თუმცა ბოლო პუნქტის შესასრულებლად მას საფუძვლიანი ოფლის ღვრა და შრომა მოუწევს. ვერძების უმრავლესობა ხომ ფინანსური სტაბილურობით არასოდეს გამოირჩევა. ეს ფაქტი კი ნებისმიერ კურო ქალს შეუქმნის, სეიორზული უკმაყოფილების საბაბს. თუმცა თანდაყოლილი გაწონასწორებული, მშვიდი ხასიათის გამო მსგავსი ტიპის შემთხვევები, კურო ქალისთვის ძალზე იშვიათია, მეუღლისგან განსხვავებით, რომელსაც ხშირად ახასიათებს უხასიათობისას ე.წ ”კვამლის გამოშვება” რასაც იგი მაქსიმალური გაგებით ეკიდება.