ვერძი მამაკაცი & მერწყული ქალი

ვერძი მამაკაცი & მერწყული ქალი

იდეალური წყვილი – კრისტოფერ მელონი და დორის შელმან უილიამსი

ტიპური ვერძი მამაკაცი, მორიგ სასიყვარულო თავგადასავალში უკანმოუხედვად ეშვება და მზადაა სიყვარულს ყველაფერი შესწიროს. იგივეს მოითხოვს იგი, თავისი რჩეულისგან. თუმცა თუ ეს უკანასკნელი, საპასუხო ემოციებს აგვიანებს, ვერძი წამის უსწრაფესად ბრაზდება და ამაყი ტონით ამბობს: "ხომ არ ჰგონია შევეხვეწები, ვის რაში სჭირდება ნეტა?" ამ დროს ზუსტადაც რომ მას სჭირდება ასეთი ქალი ყველაზე მეტად, მაგრამ ვერძი ძალიან ამაყია საიმისოდ, რომ ცალმხრივი სიყვარულის უღელი თუნდაც მოკლე ვადით აიტანოს. ქალი მერწყული კი თუ მთელი სიცოცხლე არა, ცხოვრების მეოთხედს მაინც ძიებისა და კვლევის პროცესში ატარებს. მათ შორის იგი, მამაკაცებსაც იკვლევს. ამიტომ მისთვის ძალიან რთულია არჩევანის, ერთ კონკრეტულ პერსონაზე შეჩერება. რა მისი ბრალია თუ ამქვეყნად ყველა უცნობი სუბიექტი აინტერესებს. ამას გარდა, ისიც ხშირად ერევა უყვარს თუ მხოლოდ მეგობრობა უნდა. თუმცა არასოდეს ურევს ერთმანეთში, სიყვარულსა და სექსუალურ მიზიდულობას. ნუ დაგავიწყდებათ, მისი სტიქია ჰაერია, – ეს ქალი პირველ რიგში მენტალურ თანხვედრას ეძებს პარტნიორთან ურთიერთობისას. იმიტომ, რომ მისი აზრით ფიზიკურ ლტოლვასთან ერთად, პარტნიორთან კიდევ ბევრი სხვა რამეც უნდა აკავშირებდეს ადამიანს. მამაკაცი ვერძი უცებ ვერ მოიგებს მის გულს, მხოლოდ და მხოლოდ მარადიულ სიყვარულზე ფიცით და დაპირებებით. სამაგიეროდ, თავის მხრივ იგი გასაოცარი გულწრფელობით გააოგნებს მას, როცა ეტყვის "მგონი შემიყვარდი... გინდა ერთად ვიცხოვროთ?"

ერთიც და მეორეც ვერ იტანს პირფერობას, ამიტომ მათ შორის იშვიათად იქნება ურთიერთნდობის პრობლემა. გარდა ამისა, როგორც ვერძი ისე მერწყული, ნაკლებად დარდობს იმაზე თუ რას იტყვიან სხვები. შესაბამისად, ეს ორი ყოველთვის ისე ცხოვრობს როგორც მოეხუშტურება. დიდი ამბავი, თუ ხშირად საკუთარი საქციელით შოკში აგდებენ მეგობრებს, მეზობლებს, ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებს. თუმცა მათ ურთიერთობაში არის ერთი დიდი წყალქვესა რიფი – საქმე ისაა, რომ ორივე მათგანი მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტის გავლენის ქვეშაა, ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ერთმანეთისთვის მეუღლეობისა და საყვარლობის გარდა, მეგობრებიც არ იქნებიან, მათი ურთიერთობა, ორი ჯიუტი თხის სევდიან ამბავს დაემსგავსება. მოგეხსენებათ, ხიდზე გზის არდათმობის გამო, ორივე წყალში აღმოჩნდა ბოლოს.

Astrologia

თუმცა ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი, ხშირად შველის ამ წყვილს იმაში, რომ საკუთარი ემოციები სიტყვებად დახარჯოს და მერე ისევ, მეგობრულად და ჰარმონიულად გააგრძელოს თანაარსებობა. ამასთან ერთად, ვერძის ენერგია და ტემპერამენტი, მისი მრავალმხრივობა და ნოვატორული იდეები, ძალიან ხიბლავს მერწყულს, რომელიც თავის მხრივ, ვერ იტანს ვერანაირ რუტინას, ტრადიციებსა და ჩარჩოებს. მაგრამ, ჰაერის სტიქიას ძნელად შეუძლია გაიგოს, ის რომ მიუხედავად ვაჟკაცური იმიჯისა, ვერძი უჩვეულოდ მგრძნობიარე ნატურაა. შესაბამისად, მისი მხრიდან საჩუქრები, ყურადღება და სიყვარული, ქალმა ხაზგასმული აღტაცებითა და ემოციით უნდა მიიღოს, რაც ყოველთვის არ გამოუვა ქალ მერწყულს. რომელიც თავისებური სიცივით გამოირჩევა.

ზოგადად ურანით მართული ადამიანები, მიუხედავად კომუნიკაბელურობისა, ცოტა არ იყოს დისტანციურები არიან. ზოგჯერ, ისეც ხდება რომ ვერძი კაცი, ქალი მერწყულის ცხოვრებაში, ხმაურიან კომეტასავით იჭრება და მერე სამუდამოდ ქრება უგზო-უკვლოდ ჰორიზონტიდან. თუმცა თუ ქალი მერწყული, მოინდომებს და რაღაც დოზით მაინც აშკარად დაანახვებს ამ ცეცხლოვან კაცს საკუთარ ემოციებს, სითბოსა და სიყვარულს, ის არ გაქრება მისი ცხოვრებიდან გამოჩენისთანავე. მთავარია, ვერძმაც ისწავლოს, მერწყულის ორაზროვანი ფრაზების უკან, ჭეშმარიტი შინაარსის დაჭერა და როცა იგი ამბობს, მოდი ოთახის კუთხეში გაჩენილი ლაქა საღებავებით გავაფერადოთ, ვითომ სიქსტინის კაპელაა. მხარი აუბას მას და ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც რეალურად იანვარშია, ივლისის ბოლოს დაიჭიროს თადარიგი იტალიის რომელიმე მყუდრო სასტუმროს დასაჯავშნად.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?