იდეალური წყვილი – მარიონ კოტიარი და გიიომ კანე
სასწორი ქალი ისე მოიქცევა, რომ ვერძი მამაკაცი თავის გულის კარს სიამოვნებით გაუღებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერძი უხეში რკინა და ფოლადია, სასწორის ხელში იგი პლასტელინივით დამყოლ ხდება. სასწორი მასში ისეთ თვისებებს ხედავს და აფასებს, რომლებსაც სხვები ვერც კი ამჩნევენ. ვერძი უძლურია სასწორის ქალურობის, სექსუალური მიზიდულობის წინაშე. თანაც, სასწორი ქალების უმრავლესობა ძალიან ლამაზია, მომაჯადოებელი ღიმილი აქვს. ვერძი მამაკაცი კი ამაყია, როცა მის მეგობარ ქალს მისი ძმაკაცები შურით აყოლებენ თვალს.
როცა ტრფობის ხანა გაივლის, სასწორი ქალი ნერვული აშლილობის ზღვარზე იქნება. მას არ შეუძლია ვერძივით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილებები. ვერძი კი მოითხოვს, რომ მისი მოთხოვნები დაუყოვნებლივ შესრულდეს. ურთიერთობა მაშინ დათბება, როცა ვერძი აღიარებს, რომ ეგოისტია და საკუთარი საქციელის გამო ბოდიშს მოიხდის. სხვათა შორის, ვერძს არ უჭირს ბოდიშის მოხდა და საკუთარი შეცდომების აღიარება. თუმცა, აღიარება კი გამოსდის, მაგრამ მათი გამოსწორება – იშვიათად.
ვერძი გაოცებას ვერ მალავს, როცა მის გარშემო მყოფებს ისევე მალე არ ავიწყდებათ წყენა, როგორც მას. იგი დღეის მტრებს, ხვალ მეგობრებად გაიხდის. მაგრამ გაბრაზებული ვერძი სასწორთან ეძებს ნუგეშსა და მხარდაჭერას სამართლიანი სასწორი კი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. გააფთრებული ვერძი ვერ ხვდება, რომ დამნაშავეა და სასწორსაც საყვედურებით აავსებს: "თუ სხვის მხარეს იცავ, ე.ი. არ გიყვარვარ! რომ გიყვარდე ჩემს მხარეზე იქნებოდი!" სანამ ვერძი გაბრაზებულია, უჭირს სიტუაციის ობიექტურად გააზრება. მეორე დღეს კი კრავად გადაიქცევა.
საბედნიეროდ, სასწორ ქალს, დელიკატურად შეუძლია სიტუაციის განმუხტვა. მას იმდენი ტვინი ჰყოფნის, რომ ნატის ხელთათმანში დამალული რკინის მუშტი არ მოუქნიოს რეალობადაკარგულ ვერძს. მთავარია, ვერძი არ მიხვდეს, რომ მას სასწორი მართავს. მას არავინ არ უნდა უკარნახოს რა გააკეთოს, ის თავისი ბედის მჭედელია.
სასწორ ქალს ძალიან ახალისებს კამათი. ნებისმიერი სიტუაციის განხილვა, რაც ძალიან ხიბლავს ვერძს. მას გული შეუღონდებოდა ისეთი ქალის გვერდით, რომელიც ყველაფერში უსიტყვოდ დაეთანხმებოდა. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, რა საკითხს ეხება კამათი, ვერძი გამარჯვებული უნდა იყოს. გამარჯვების "მოპოვებაში" კი სასწორი ქალი ეხმარება. როცა ვერძი გამარჯვებულია, ის ამაყი და ბედნიერია. პარტნიორს კი სინაზით, სიყვარულითა და ვნებით აავსებს.
იგი ბედნიერია, როცა ქალი, რომელიც მას თავდავიწყებით უყვარს, ამაყობს მისით, რჩევას ეკითხება, პატივს სცემს. როცა მის აზრს არ ითვალისწინებენ ან აიგნორებენ, იგი აისბერგივით ცივი ხდება. სასწორი ქალი უნდა ეცადოს, რომ მის გვერდით ვერძი სენტიმენტალური, რომანიკული, მგრძნობიარე, ვნებიანი საყვარელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერძი ტირანად იქცევა.
სასწორ ქალში ქალურობა და სინაზე მამაკაცურ სიძლიერესა და მიზანსწრაფულობასთანაა კომბინირებული. ეს წყვილი ერთად იმ შემთხვევაში შეძლებს ბედნიერ არსებობას, თუ დათმობას ისწავლის. ვერძიც და სასწორიც – ლიდერის ნიშნებია. მათ შორის მუდმივი ბრძოლაა გაჩაღებული პირველობისთვის. მათ უნდა ისწავლონ გვერდიგვერდ სიარული და არა უფროს-უმცროსობა. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მათ ერთმანეთის გულებთან მიიყვანს.