ვერძი მამაკაცი & ტყუპი ქალი

ვერძი მამაკაცი & ტყუპი ქალი

იდეალური წყვილი: ანეტ ბენინგი და უორენ ბიტი

იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუკი ეს ორი ჯერ კიდევ უმაღლეს სასწავლებელში არ გადაეყარა ერთმანეთს და მაშინვე არ გადაწყვიტეს დაქორწინება, რაც ხშირად შემთხვევაა ვერძისა და ტყუპების ოჯახური წყვილის ცხოვრებაში (მათ ხომ სულ სადღაც ეჩქარებათ), მამაკაც ვერძს შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე აღიზიანებდეს ტყუპი ქალის წარსული და ნაირ-ნაირი თაყვანისმცემლების სია. ეს იმიტომ, რომ როგორც წესი ამ ქალის ცხოვრებაში სულ მცირე ორი-სამი ”ექს-ქმარი” და ამდენივე რაოდენობის, ჩაშლილი ნიშნობა ფიგურირებს. ყველაფერი ამის მიზეზი კი ტყუპის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, გაორებული ბუნება და გამუდმებით ცვალებადი ხასიათია. აქედან გამომდინარე, ტყუპი ქალების დიდი ნაწილი ( იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუ პირად რუკაში მთვარე მიწის სტიქიის ზოდიაქოში არ აქვს განთავსებული) ხშირად ვადრება ეჭვნარევ აპათიაში, ვაი და რომელიმე ყოფილთან გაცილებით უფრო დიდი ბედნიერება ელოდა, მან კი სულელმა, ფაქტობრივად ქარს გაატანა საკუთარი ბედნიერების ერთადერთი, უნიკალური შანსი. თუმცა მისი ამგვარი, ერთი შეხედვით უვნებელი ნოსტალგიური მდგომარეობა, არცთუ იშვიათად შეიძლება გახდეს, ეჭვიანი ვერძის მხრიდან სერიოზული კონფლიქტის დაწყების საბაბი. ამ ორს შორის არასტაბილური ურთიერთობების კიდევ ერთი ძლიერი სიგნიფიკატორი ასევე შეიძლება იყოს ის, რომ როგორც წესი ვერძ მამაკაცს დაწყებული საქმეების დამთავრების უნარი ნაკლებად აქვს და ყოველთვის ცდილობს, ცხოვრების მეგზურის გულისხმიერების იმედზე დატოვოს სანახევროდ გაკეთებული პროექტები. მაგრამ ტყუპი ქალის იმედზე ყოფნა, ეს იგივეა ძლიერი ქარის დროს ბუმბულს ჩაეჭიდო იმ იმედით, რომ მიწას არაფრის დიდებით არ მოსწყდები. ამიტომ თუ ამ ქალში ვერძი მამაკაცი ისეთ თვისებებს დაუწყებს ძიებას, როგორიცაა ნებისყოფა და საიმედოობა, ამაოდ გაატანს ზემოთხსენებულ ქარს, საკუთარ ძვირფას დროს და რაღა თქმა უნდა ნერვებს. აქედან გამომდინარე, თქმა არ უნდა ცხარე კამათის მიზეზი ცხოვრებაში, ამ ორს ნამდვილად არასოდეს გამოელევა. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ტიპიური ვერძი ქმარი არასოდეს მოითხოვს მეორე ნახევრის მხრიდან იმას, რომ ეს უკანასკნელი ”საოჯახო მანქანად” გადაიქცეს და მისი საქმიანობის არეალი ”სამზარეულო-სარეცხი- ბავშვების აღზრდის” მარშრუტით შემოიფარგლოს, არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ ვერძი-ტყუპების წყვილს ხშირად საერთო საქმიანობის სფერო გააჩნია, როგორც ქორწინებამდე ისე ქორწინების მერეც. რაც საკმაოდ კარგად აბალანსებს ასევე, მათ პარტნიორულ ურთიერთობებს. ასტროლოგებს რომ იმ ქმრების სტატისტიკა ეწარმოებინათ, რომლებიც სამსახურში მდივნის თანამდებობაზე, საკუთარ მეორე ნახევრებს ნიშნავენ, ალბათ აღმოაჩენდნენ რომ უმრავლესობა მათ შორის ვერძის ზოდიაქოს ნიშნით იქნებოდა დაბადებული. ვერძი-ტყუპების წყვილი, თუნდაც ქორწინების ოცდაათი წლისთავი ჰქონდეთ ზურგს უკან მოტოვებული, არასოდეს შეუდგება რესტორანში, ჩუმად სადილობას. როგროც წესი, ამ წყვილს ყოველთვის აქვს თუ სასაუბრო არა, საკამათო თემა მაინც. აქედან გამომდინარე, მათ საზოგადოებაში თავს არც გაშემომყოფები იგრძნობენ მოწყენილად. ამასთან ერთად, გამორიცხული არაა რომელიმე ცნობისმოყვარე მეზობელს ხშირად ”ყურები დაუხუჭუჭდეს” ვერძი-ტყუპის დუეტის ჩხუბისას წამოსროლილი გამონათქვამების სიმძაფრისგან. თუმცა რა დონის საზიზღრობებიც არ უნდა უძახოს ამ ორმა ერთმანეთს ხელჩართული კამათის დროს, მერწმუნეთ ყოველივე ეს იოტისოდენ გავლენასაც არ იქონიებს მათ სამომავლო ურთიერთობაზე. ეს იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, წყენის მიყენებასთან ერთად მისი პატიებაც ელვის უსწრაფესად შეუძლიათ. სწორედ ამის მიზეზია ის, რომ ვერძისა და ტყუპის ურთიერთობა გარშემომყოფებისთვის უფრო რთული და დამღლელია ხშირად, ვიდრე თავად მათთვის. მათი ურთიერთობა ხშირად ქვიშაში მოთამაშე ბავშვების ურთიერთობას წააგავს და სანამ ისინი ერთმანეთისთვის სათამაშოების (ანუ პიროვნული ინდივიდუალობის) წართმევას არ შეეცდებიან, შესაძლოა ხანგრძლივად ითამაშონ კიდეც საბავშვო მოედანზე სახლობანა. თუმცა ჩხუბის შემთხვევაშიც კი (რაც ასევე დამახასიათებელია თამშის ეშხში შესული პატარებისთვის) ისინი მაინც იპოვნიან ძალას საიმისოდ, რომ მალევე გამონახონ საერთო ენა და სულ მოკლე ხანში, გაცილებით უფრო მეტი შემართებით გააგრძელონ წარმოსახვითი (ამ შემთხვევაში რეალური) ოჯახის შენება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?