ამბობენ, რომ ქალი ინტუიციით გრძნობს, როცა მის საყვარელ მამაკაცს სხვა მანდილოსანი თვალს ადგამს. ინტუიციას რომ თავი დავანებოთ, ვხედავთ, როგორ უცინიან, ეუბნებიან კომპლიმენტებს, ეკეკლუცებიან და ეფლირტავებიან. არსებობენ ქალები, რომლებიც აგრესიულ ხერხსაც მიმართავენ - ყურადღების მისაქცევად, სპეციალურად აღიზიანებენ და ეწინააღმდეგებიან კაცს. არსებობს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ხშირად ინტერესდებიან დაქორწინებული მამაკაცით. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
ვერძი
ვერძს სირთულეები უყვარს, მათი გადალახვით იღებს სიამოვნებას. ამ ნიშნით დაბადებული ქალის ინტერესი არა კონკრეტულად თქვენი მამაკაცის ,,მოპარვა," არამედ წინააღმდეგობების დაძლევის პროცესით ტკბობა და მიზნის მიღწევით დაუფლებული სიამოვნებაა. ვერძს არ სჩვევია შედეგით ტკბობა. შესაძლოა მან სულ მალე ,,დაგიბრუნოთ" საყვარელი კაცი, მაგრამ ღირს კი ისეთი პარტნიორის უკან მიღება, რომელმაც ერთხელ უკვე სხვა ქალის გულისთვის, უარი თქვა თქვენზე?
ტყუპი
ტყუპებს მოსწონს სასიყვარულო ავანტიურებში ჩართვა - საყვარელი ,,ჟანრი" სასიყვარულო სამკუთხედი ან ,,აბესალომ და ეთერის" გათამაშებაა, ოღონდ თავად მურმანის როლშია. ეს ის პერსონაჟია, რომელმაც ქართულ მეტყველებასა და მწერლობაში იდიომა ,,მურმანის ეკალი" დაამკვიდრა. ტყუპების მიზანი არა თქვენი ურთიერთობის დანგრევა, არამედ ისეთ ურთიერთობაში ყოფნაა, სადაც საჭიროა მალვა-ჩქმალვა, საიდუმლო პაემნები, ჩურჩულით საუბარი, თავი ერთდროულად რომანტიკულ, მძაფრსიუჟეტიან და დეტექტიურ ფილმში ჰგონია. რატომ დეტექტივი? იმიტომ რომ კაცის შეყვარებული ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყებს გამოძიებას.
ლომი
ლომს ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს და თუ შესაფერის კაცს - მისი გადმოსახედიდან მეფეს - იპოვის, უკან არ დაიხევს. სჯერა, რომ საუკეთესო მამაკაცს იმსახურებს და მისი შეყვარებულის თავიდან მოშორება განსაკუთრებულ პრობლემად არ მიაჩნია. როგორც ხედავთ, ამ ნიშნით დაბადებული ქალის მამოძრავებელი ძალა, ერთი მხრივ, ეგოიზმია, მეორე მხრივ, საზოგადოების თვალში დაწინაურების ისტერიკული. სხვებზე მაღლა უნდა იდგეს არა მარტო სტატუსითა და შემოსავლით, არამედ კარგი ქმრითა და წარმოსაჩენი შვილებით.