თქვენს ცდუნებას ეცდებიან ლომის ან ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. ლომი აშკარად არ გამოამჟღავნებს თავის გრძნობებს, ტყუპები კი მეგობრის ნიღაბს ამოაფარებს რეალურ განზრახვას. თუ პარტნიორი არ გყავთ, შეგიძლიათ მათთან თამაშში ჩაებათ, მაგრამ თუ უკვე იპოვეთ მეორე ნახევარი, ნუ გაივლით ღალატის ბეწვის ხიდზე, როგორი ქარიზმატულიც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი პოტენციური მაცდუნებელი.
ხოლო, თუ მერწყულის გაგონებაზე ვინმე გახსენდებათ, კარგად დააკვირდით მის ქცევებს. თქვენ მოსახიბლად და
საცდუნებელად მერწყული არ მოერიდება ლამაზ ტყუილებს. ნუ ჩაიყენებთ თავს საეჭვო სიტუაციაში. თუ თქვენი ყოფილი მერწყულია, არ დათანხმდეთ მასთან სექსს. ფიზიკური სიახლოვის შემდეგ, ხელახლა გეტკინებათ გული,
რადგან გათენდება თუ არა, მერწყული გადაწყვეტს, რომ წინა ღამეს მხოლოდ სენტიმენტები შემოაწვა და სერიოზულ ურთიერთობაში ყოფნა არ უნდა, ან გამოგიცხადებთ, რომ გრძნობები დატესტა და აღმოაჩინა, რომ თქვენდამი გაციებულა.
მშვილდოსანი
თქვენზე ნადირობას ტყუპი დაიწყებს. მარტივად დაგანახებთ, რომ საინტერესო და მხიარულია,მეტიც მის გვერდით ვერ მოიწყენთ, რაც ამ ადამიანის წისქვილზე დაასხამს წყალს. ვინაიდან ავანტიურისტი ხართ
და გიყვართ სასიყვარულო თავგადასავლებში ჩართვა, დიდი ალბათობით,ამ ადამიანს უფლებას მისცემთ გაცდუნოთ. ფლირტისას ფიქრი არ გიყვართ, მაგრამ შედეგების წინასწარ აწონ-დაწონვა მაინც გმართებთ.