ხანგრძლივი იქნება თუ არა ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწინება, მათი ზოდიაქოს თავსებადობის მიხედვით? + წყვილის ფოტოები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ

ხანგრძლივი იქნება თუ არა ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწინება, მათი ზოდიაქოს თავსებადობის მიხედვით? + წყვილის ფოტოები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ

სატურნის ციკლი თხის რქას ასაკის მატებასთან ერთად, ანიჭებს გაახალგაზრდავების უნარს. ორი თხის რქა ერთმანეთს თუ ადრეულ ასაკში შეხვდა, დიდი სიყვარულის მიუხედავადაც კი, მოახერხებს ერთმანეთის დათრგუნვას, საკუთარი სატურნული ბუნებით. ეს ის პერიოდია, როცა ორივე მათგანს მხრებზე ნებაყოფლობით ჰკიდია სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობათა "გუდა", რის გამოც ხშირად უჭირთ კონცენტრირება მთავარზე, ანუ ერთმანეთის სიყვარულზე. ზუსტად ამიტომ იშლება ხოლმე, თანაც არცთუ იშვიათად თხის რქების წყვილი, თუ სტუდენტობისას შეუღლდნენ. სატურნი ნელი პლანეტაა, შესაბამისად, თხის რქებსაც აუჩქარებლობა და სიმშვიდე ახასიათებთ. ამ პლანეტისგან კიდევ ერთი თვისება ერგოთ - სიმკაცრე და ემოციების ძუნწად გამოხატვა. ალბათ იშვიათად მოიძებნება თხის რქა, რომელსაც ოჯახის წევრებთან და მეგობრენთან ენის მოჩლექით საუბარი და სიყვარულის გამოხატვა შეუძლია. ამის გამო თხის რქებს ხშირად აკრიტიკებენ.

Astrologia

სამაგიეროდ, თუკი ეს წყვილი კრიზისებს დაძლევს, ან ცოტა უფრო მოგვიანებით გადაიკვეთება მათი გზები, მთელ ცხოვრებას ერთად გაატარებენ და იდეალური ცოლ-ქმრის იარლიყსაც მოიპოვებენ. თხის რქებს არ უყვართ რისკი, ყველაფერს გეგმავენ და განჭვრიტონ, როგორ წარიმართება მათი ცხოვრება.  ამიტომ ეს ტანდემი  მაქსიმალური სიზუსტით გაწერს ნებისმიერ ნაბიჯს - დაწყებული ოჯახის ბიუჯეტით, დამთავრებული მოგზაურობითა და ბავშვის დაბადების პერიოდით. თხის რქები ერთმანეთს ყველაზე მეტად ენდობიან. იციან, რომ, თუკი ერთი წაიქცევა, მეორე დაუფიქრებლად შეაშველებს ხელს. მათ არ სჭირდებათ ჩვეულებრივი, ოჯახური კინკლაობა თემაზე ”ვინ უნდა დარეცხოს ჭურჭელი?!" თხის რქები ჰარმონიულად ინაწილებენ მოვალეობებს და ერთსულოვნად, დიდი მოთმინებით ეზიდებიან ერთობლივ ოჯახურ ჭაპანს.

Astrologia

ორი თხის რქის ოჯახურ ცხოვრებას იშვიათად დაარღვევს ხმაურიანი წვეულებები, რომელსაც მათი სამეგობრო მოაწყობს, რადგან არც ერთს ჰყავს ბევრი მეგობარი და არც მეორეს. ეს ის წყვილია, რომელსაც  ღამით, ჩვეულებრივ, სძინავს, დილით კი სამუშაოდ მიეშურება. თხის რქები იშვიათად აკრიტიკებენ საკუთარ მეორე ნახევრებს სახალხოდ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში ყველაფერზე დუმან. უფრო პირიქით, შესაძლოა ხშირად იყონ უკმაყოფილო ერთმანეთის ან ბავშვების საქციელით.

Astrologia

თხის რქა თავისი ბუნებით "ბუზღუნა" უფროა, ვიდრე აყალმაყალის ამტეხი. საზოგადოებამ იშვიათად იცის რაიმე ორი თხის რქის ცხოვრების შესახებ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს აქვთ კიდევ ერთი ძალზე დასაფასებელი თვისება - შეცდომებს სამუდამოდ "ასამარებენ", რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ ჩადენილ სისულელეს აღარ იმეორებენ. სიჯიუტისა და პრინციპულობის წყალობით, თხის რქების წყვილს ნებისმიერი პრობლემის მოგვარება და გამოსწორება შეუძლია, რაც არ უნდა დაატყდეს თავს მათ ოჯახს. ისინი უფრო თანამოაზრეები არიან ერთმანეთისთვის, ვიდრე მარტოოდენ ცოლი და ქმარი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?