ხართ თუ არა "ჭეშმარიტი დიასახლისი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ხართ თუ არა "ჭეშმარიტი დიასახლისი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

და ეზიზღებათ. თუმცა, არის მოერე კატეგორიაც, ვისთვისაც შინაურების მოვლა-პატრონობა სასიამოვნო მოვალეობა და პრიორიტეტიც კია. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამგვარ მიდრეკილებებს ხშირად ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური ელემენტები განაპირობებს ქალში. თუმცა, თუკი მანდილოსანს საოჯახო საქმეების კეთება არ ეხატება გულზე, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას რაიმე სახის დადებითი თვისება არ გააჩნია ხასიათში.

ყველაზე ნაკლებად სამზარეულოსთან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ქალები მეგობრობენ . ეს იმიტომ, რომ ამ ქალების პოტენციალი საკმარისზე მეტია. შესაბამისად, სამზარეულო არ არის საკმარისი ფართობი მათი მოწოდების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, მონდომებისა და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი მათგანი ახერხებს რეკორდულ დროში შესიწავლოს ნებისმიერი კერძის კეთება. მთავარი ამ ქალების შემთხვევაში ინტერესი და მონდომებაა.

ჰაერის სტიქიის ქალბატონებს ტყუპს, მერწყულებსა და სასწორებს მოქნილი ხელები და ულევი ფანტაზიის უნარი აქვთ. მათ შორის ბევრი არაჩვეულებრივი მზარეული გვხვდება. თუმცა, ისინი სამზარეულოს განწყობის მიხედვით "სტუმრობენ". ამიტომ შესაძლოა იყოს დღეები, როცა ოჯახის წევრებს ნახევარფაბრიკატით ან ჩაი/ყავის ასორტიმენტით მოუხდეთ დღეების "გადაგორება".

Astrologia

იდეალური მზარეულები და მეოჯახეები არიან მიწის სტიქიის წარმომადგენელი ქალები – კუროები, თხის რქები და ქალწულები

. მათ არამხოლოდ კარგი მონაცემები გააჩნიათ კულინარიის სფეროში, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა და კარგი დიასახლისის ნიშანთვისებებიც უწყობთ ხელს იმაში, რომ ოჯახის წევრები, დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემთხვევაშიც კი ყოველთვის ნოყიერი სადილით გაანებივრონ.

დაბოლოს, ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებული მზრუნველობის მოთხოვნილებით გამოირჩევიან წყლის სტიქიით დაბადებული ქალები – კირჩხიბები, თევზები და მორიელები . მათთვის საკუთარი სახლი – ციხესიმაგრე და ყველაზე მშვიდი "ნავთსაყუდელია". ამიტომ დიასახლისის ტვირთს ისინი როგორც წესი, ერთ-ერთ, უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევენ ცხოვრებაში. უყვართ სამზარეულოში ტრიალი და სიამოვნებთ შინაურების დაპურება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?