როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, ნებისმიერ მათგანს მკვეთრად გამოხატული სიმპათია ახასიათებს კონკრეტული აქსესუარის მიმართ. თუმცა მოდი, მივყვეთ რიგრიგობით.
ვერძი
ვერძი ქალების უმრავლესობისთვის ყველაზე საყვარელი აქსესუარი სათვალეა.
კურო
კურო ქალებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მასიური ზომის ბიჟუტერიის მიმართ.
ტყუპი
ტყუპ ქალებს კი უზომოდ უყვართ სამაჯურები, საათები და ორიგინალური სტილის გულსაკიდები.
კირჩხიბი
ქალი კირჩხიბის ამოჩემებულ აქსესუარად ასტროლოგები პატარა ზომის, გადასაკიდებელ ჩანთებს მიიჩნევენ.
ლომი
ლომი ქალების სისუსტე კი ოქროს სამკაულები და ზოგადად მოყვითალო-ოქროსფერი ბიჟუტერიაა.
ქალწული
ქალწულებისთვის ამოჩემებული აქსესუარი არც მეტი არც ნაკლები – მცირე ზომის ვერცხლის სამკაულია.
სასწორი
სასწორისთვის კი ყველაზე საყვარელ აქსესუარად ორიგინალურად გაფორმებული თმის სამაგრი შეიძლება ჩაითვალოს.
მორიელი
მორიელი ქალები მსგავსად, ვერძებისა სიამოვნებით ატარებენ სათვალეს, ოღონდ გაუმჭვირვალე, მუქი მინებით. მათ ასევე მოსწონთ ორიგინალური სტილის სამაჯურები.
მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსნისთვის კი საყვარელი აქსესუარი დიდი ზომის ჩანთაა.
თხის რქა
თხის რქა ქალებს განსაკუთრებულად უყვართ ბროშები და დახვეწილი სტილის საათები.
მერწყული
მერწყულისთვის კი საყვარელი აქსესუარი ორიგინალური თავსაბური ან შარფია.
თევზები
თევზი ქალები განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ ბეჭდებსა და ლამაზ თმის სამაგრებს.