კულინარები და დიასახლისები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები. მოკლედ, მივყვეთ რიგრიგობით:
თევზები
თუკი თქვენი ოჯახის დიასახლისის სტატუსი გადაწყვიტეთ, რომ თევზ ქალბატონს მიანიჭოთ, უნდა გაითვალისწინოთ, მას შემდეგ რაც იგი მყუდრო ბუდეს გაიკეთებს სამზარეულოში, სხვადასხვა სახის წვრილმანებზე ზრუნვა – როგორიცაა პროდუქტის მოტანა, ბავშვების გართობა, მეცადინეობა, გასეირნება და ა.შ. თქვენს კისერზე გადაივლის. თევზი ქალები აღმერთებენ სიმყუდროვეს, ჩაის (ყავის) სმასა და ჭორაობას. ჰოდა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობისთვის უფრო შესაფერის ადგილს ვიდრე სამზარეულოა განა სადმე იპონით? ქალი თევზი ისევე როგორც ოკეანე, უამრავი დაქალისა და მეგობრის გულისამაჩუყებელი ისტორიების მთელ საცავს იტევს, ამიტომ რა გასაკვირია რომ თქვენი სახლის სამზარეულოში ცოლის დაქალები უფრო ხშირად იქნებიან "გამაგრებული" ვიდრე თავად თქვენ. თევზ ქალს გულითადი რჩევა, ისევე როგორც ფინჯანი ცხელი ჩაი არავისთვის ენანება. შიგადაშიგ იგი, რა თქმა უნდა, თქვენს დაპურებაზეც იზრუნებს, თუმცა სადილობა ალბათ მისი მრავალრიცხოვანი მეგობრების ჭორაობის თანხლებით მოგიწევთ ხოლმე.