ჩვენი საიტის მამრობითი სქესის წარმომადგენლები გულდასმით უნდა გაეცნონ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გიმხელთ საიდუმლოს - მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი უნდა აირჩიოთ ცხოვრების მეგზურად, საიმისოდ, რომ მიიღოთ "სამი ერთში" - ყოჩაღი დიასახლისი, კარგი კულინარი და იდეალური დედა თქვენი პატარებისთვის. მაშ ასე, დღეს ზოდიაქოს ყველაზე ყოჩაღი და უნივერსალური ცოლების სამეულს გაგაცნობთ:
ვერძი - ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით იმას, რომ ვერძების უმეტესობას უშრეტი ენერგია გააჩნია. შესაბამისად, როცა ცოლად ვერძს ირთავს მამაკაცი, ის იმისთვისაც უნდა იყოს მზად, რომ ამ ქალს თანდაყოლილი ენერგიის დახარჯვის საშუალება მისცეს. ამიტომაც ხდება ხოლმე ვერძები იშვიათად ჩერდებიან ერთი ბავშვის გაჩენაზე, უძღვებიან ოჯახის საქმეს და დრო სამსახურისთვისაც რჩებათ, თქვენ წარმოიდგინეთ. რაც შეეხება კულინარიას, ვერძს ყველაფერი მარტივი და სწრაფი მოსწონს. შესაბამისად, თუკი სამზარეულოს გაყოფა მას სხვა ქალთან არ უწევს (მაგ. დედამთილი ან მული) იგი ჩინებული კულინარი იქნება და წამის მეასედში გაშლის მრავალრიცხოვანი სტუმრებისთვის განკუთვნილ სუფრებს.
კირჩხიბი - თანდაყოლილი დედა, ცოლი და დიასახლისია. ის კირჩხიბებიც კი ვინც თავს თავგადაკლულ "ბიზნეს-ვუმენობაზე" დებს, გულის სიღრმეში ოცნებობს უმთავრეს და მისი აზრით, ყველაზე პრიორიტეტულ პროფესიაზე - იყოს ცოლი და დედა ოდესმე. კირჩხიბი ჩინებული კულინარია, სამზარეულო მისი სტიქიაა, ხოლო შვილი ამქვეყნად უმნიშვნელოვანესი მისია და ღირებულება. ისინი აღმერთებენ საკუთარ ბავშვებს, თუმცა არც მეუღლისთვის ავიწყდებათ ჯეროვანი ყურადღების მიქცევა. კირჩხიბებს უყვართ საკუთარი სახლი და ზრუნევან მის სიმყუდროვეზე. ამასთან ერთად ისინი ჩინებული მასპინძლები და კარგი მესაიდუმლეებიც არიან როგორც ქმრისთვის ისე მისი მეგობრებისთვის.
ქალწული - გაწონასწორებული, მშვიდი და ძალიან გამჭრიახი ქალია. მისთვის არასოდესაა თვითმიზანი გათხოვება და ბავშვების გაჩენა, თუმცა, თუკი ისე ხდება, რომ გადაწყვიტა ოჯახი შექმნას ამ საქმეს უბადლო პროფესიონალის მიდგომით ეკიდება. მისთვის ოჯახი თავისებური სამუშაოა, საპატიო და ღირსეული სამუშაო. ამიტომ იგი დეტალების სიზუსტით ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი ოჯახის წევრები სანიმუშოდ მოვლილი, დაპურებული და მიხედილი ჰყავდეს. ქალწული ქალი კარგი მენეჯერია, შესაბამისად, ქმარს საქმეშიც თანასწორივით დაუდგება გვერდით და საოჯახო ბიუჯეტს მასზე უფრო მეტად გაუფრთხილდება.