ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს მიიჩნევენ ქალები ყველაზე საუკეთესო საქმროდ და მეოჯახედ

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს მიიჩნევენ ქალები ყველაზე საუკეთესო საქმროდ და მეოჯახედ

ქალების დიდი ნაწილი მეორე ნახევრის სახით საიმედო დასაყრდენს და სტაბილურ პარტნიორს ეძებს. და არსებობს კიდეც მამაკაცების ისეთი კატეგორია, რომელიც დაბადებიდანვე გაწონასწორებული, მშვიდი, სტაბილური და სხვებზე ზრუნვის უნარით გამორჩეულია. ასეთ ადამიანთან, რაღა თქმა უნდა, ოჯახის შექმნაც სასიამოვნო და სასურველია. ასტროლოგებმა დაადგინეს, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცებთან უჩნდებათ ყველაზე ხშირად ქალებს ოჯახის შექმნის სურვილი.

კურო - ზოდიაქოს ყველაზე სტაბილური ნიშანია. გადაწყვეტილებას ძნელად იღებს და არც თავდავიწყებამდე სიყვარული შეუძლია მოკლე ვადაში. სამაგიეროდ, თუკი ქალი შეუყვარდა, ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ეს უკანასკნელი კომფორტში აცხოვროს - როგორც ფინანსური, ისე ემოციური კუთხით.

განსაკუთრებული პლუსი - არის ძალიან ერთგული და მეოჯახე ქმარი.

კირჩხიბი - მთვარე. რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს, ამ ნიშნით დაბადებულ მამრებს ანიჭებს უნიკალურ ნიჭს - მარტივად ესმოდეთ ქალების ენა. ამიტომ მამაკაცი კირჩხიბი ქმრად, ნებისმიერი ქალისთვის ჭეშმარიტი საჩუქარია. შესაბამისად, თუკი მის გადამეტებულ ეჭვიანობას არ ჩავთვლით ნაკლად იგი იდეალურად მოახერხებს ნებისმიერ ქალს შეუქმნას მყუდრო და სტაბილური ოჯახური ატმოსფერო.

განსაკუთრებული პლუსი - არის უზომოდ კარგი მამა და დედაზე უფრო უკეთ უვლის შვილებს.

სასწორი - რბილი, დიპლომატიური ხასიათი და ის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ქალური პლანეტა ვენერა მართავს, სუსტი სქესის წარმომადგენლებს უპირობო სიმპათიით განაწყობს სასწორი მამაკაცის მიმართ. როგორც წესი, ასეთ კაცებს მომხიბვლელი გარეგნობაც უწყობთ ხელს ქალის გულის მონადირებაში. სასწორი ლოიალური ქმარი და გამგებიანი მეორე ნახევარია. არასოდეს ჩხუბობს, არ ატერორებს ცოლს და ყოველთვის ცდილობს ამ უკანასკნელთან შეთანხმებით აკეთოს ყველაფერი.

განსაკუთრებული პლუსი - არის უზომოდ რომანტიკული, რის ხარჯზეც წლების მერეც კი მასთან ქორწინება არ კარგავს მომხიბვლელობასა და შეყვარებულობის ელემენტებს.

თხის რქა - წინდახედული, ამტანი, პრინციპული და უზომოდ მშრომელი მამაკაცია. ორიენტირებულია კარიერულ წინსვლაზე, ამიტომ მის მომავალ მეუღლეს შეუძლია იამაყოს პროფესიულად შემდგარი ქმრით, რომელიც ამასთანავე უზომოდ ერთგული და მეოჯახეც იქნება. თხის რქა ემოციურად ცივია, თუმცა ზრუნვას და სიყვარულს მეუღლისადმი მისთვის უზრუნველყოფილი ცხოვრების შექმნით აკომპენსირებს. მას არ ახასიათებს გრძნობებში ცვალებადობა და ღალატისკენ მიდრეკილება. ამიტომ ქალს შეუძლია თამამად ენდოს და დაეყრდნოს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს.

განსაკუთრებული პლუსი - იგი ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო სიმპათიური ხდება.