ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაიბადნენ მსოფლიოს სექსსიმბოლოდ აღიარებული მამაკაცები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაიბადნენ მსოფლიოს სექსსიმბოლოდ აღიარებული  მამაკაცები

სახელგანთქმული ლამაზმანები ჩვენს მკითხველში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამიტომ ვასრულებ მრავალრიცხოვანი ადამიანის თხოვნას და იგივე ტიპის სტატიას ამჯერად უკვე მამაკაცების შესახებ გთავაზობთ, რომელიც ერთ-ერთმა გავლენიანმა ბრიტანულმა ონლაინ- გამოცემამ ჩაატარა:

როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში სექსსიმბოლოს ტიტულის მატარებელ მამრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ვერძებს ეგროთ , დაახლოებით 98% პროცენტი – ქალბატონების აზრით, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცში ერთიანდება ფიზიკური ძალა, ქარიზმა და სექსუალურობა (მარლონ ბრანდო, მაიკლ ფასბენდერი, ჯეიმს ფნაკო, კვენტინ ტარანტინო, ჰიტ ლეჯერი),

მაიკლ ფასბენდერი  – ვერძი

Astrologia

მეორე საპატიო ადგილზე 88% -ით არიან მორიელები. ქალბატონებს ისინი იდუმალებით, გამომწვევი სექსუალურობითა და უხეშობით ხიბლავენ (ალენ დელონი, ლოურენს ოლივიე, ლეონარდო დიკაპრიო, რაიან გოსლინგი, მეთიუ მაკონაჰი, ჯერარდ ბატლერი, ხოაკინ ფენიქსი).

მესამე ადგილს დასჯერდნენ ლომები 79% – როგორც გამოკითხვამ აჩვენა, ლომებს პრეზენტაბელური გარეგნობის და ეკრანზე შექმნილი რომანტიული იმიჯის გამო სცემენ პატივს (პატრიკ სუეიზ, ბენ აფლეკი, ბილი ბობ ტორნტონი, ჯეისონ მომოა, შონ პენი, დევიდ დუხოვნი).

მეოთხე ადგილზე გამოკითხვის შედეგების მიხედვით 72% კუროები მოხვდნენ – ქალების აზრით მათ გააჩნიათ გამოკვეთილი მამაკაცურობა, მიმზიდველი სხეული და ნდობის აღმძვრელი ჰაბიტუსი (ალ პაჩინო, ჩანინ ტატუმი, ჯორჯ ქლუნი, რობერტ პატისონი, პირს ბროსნანი, ტიმ როტი).

მეხუთე ადგილი ერგოთ მოუსვენარ და ქარიზმატულ ტყუპს 68% – გამოკითხულების უმეტესობა თვლის, რომ ასეთი ტიპის კაცთან მოწყენა შეუძლებელია, მათ ერგოთ ე.წ. მომხიბვლელი ხულიგანის სტატუსი (ჯონი დეპი, კოლინ ფარელი, ლაიამ ნისონი, ნეილ პატრიკ ჰარისი, ჯასტინ ლონგი).

მეექვსე ადგილის მფლობელები პურიტანი თხის რქები გახდნენ 62 % – ამ მამაკაცებს სოლიდური, განათლებული და დასაქმებულ-შემდგარი ქალების უმეტესობა ანიჭებს უპირატესობას (რალფ ფაინსი, ჯად ლოუ, პატრიკ დიმპსლი, ჯარეტ ლეტო).

ჯერარდ ბატლერი – მორიელი

Astrologia

მეშვიდე ადგილის მფლობლად ქალწულები დასახელდნენ 60% – მათ მოწონება რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მეოჯახე და დიასახლის ქალებს შორის მოიპოვეს (ტომ ჰარდი, კოლინ ფერტი, რიჩარდ გირი, ადამ სანდლერი, კიანუ რივზი).

დარჩენილი ადგილები გადაინაწილეს სასწორებმა – ჰარმონიული ვიზუალისა და განუმეორებელი ღიმილის გამო (ჰიუ ჯეკმანი, ზაკ ეფრონი, რაიან რეინოლდსი, მეთ დეიმონი)

მშვიდოსნებმა – ქალების აზრით, ისინი სასაცილო და მხიარული მამრის იმიჯს ირგებენ შესანიშნავად (ჯეიქ ჯილენჰოლი, ბრედ პიტი, ბენ სტილერი, ბრენდონ ფრეიზერი).

ჩანინ ტატუმი – კურო

Astrologia

კირჩხიბებმა

– შეფასება "საყვარლად აუტანლები" (ტომ კრუზი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ჯოშ ჰარტნეტი, ტომ ჰენქსი, ტობი მაგუაიერი).

თევზებმა – ქალების აზრით, ეს არის კაცი, რომელთანაც ჭიქა ჩაისთან ერთად ხელოვნებაზე მასლაათი ეღირება (ბრუს უილისი, დენიელ ქრეიგი, ფრედი პრინს უმცროსი, ალან რიკმანი).

ხოლო ყველაზე ნაკლები ქულა მსოფლიოს სექსსიმბოლოდ მიჩნეული მამრების სიაში, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა მამრებმა მოაგროვეს – ქალების უმეტესობა თვლის, რომ ეს არის კაცი, რომელთანაც უბრალოდ უნდა იმეგობრო (ელაიჯა ვუდი, ეშტონ კატჩერი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯონ ტრავოლტა).

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?