ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან შინაბერები?

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან შინაბერები?

აშშ-ის ასტროლოგების ასოციაციამ გადაწყვიტა, გაერკვია, არსებობს თუ არა დაუქორწინებლობის საერთო ნიშნები ქალების ჰოროსკოპებში. იმისათვის, რომ ამ კითხვაზე ობიექტური პასუხი მიეღოთ, ასტროლოგებმა გამოიკვლიეს იმ 34 ქალის ჰოროსკოპი, რომლებიც არასოდეს ყოფილან გათხოვილები.

შერჩევის კრიტერიუმი საკმაოდ მკაცრი იყო: არც ერთი ოფიციალური ქორწინება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამასთან, გამოკვლეულები იყვნენ როგორც კლასიკური "შინაბერები", ასევე ის ქალებიც, რომლებსაც მოკლე ან ხანგრძლივი არაოფიციალური ურთიერთობები ჰქონიათ. რაც შეეხება შვილებს, რამდენიმე მათგანს ისინი ჰყავდათ, დანარჩებს კი - არა.

როგორც ამერიკელმა ასტროლოგებმა გაარკვიეს, დაუქორწინებლობის ძირითადი ასტროლოგიური მიზეზები მართლაც არსებობს...

პირველი, რასაც ასტროლოგებმა მაშინვე მიაქციეს ყურადღება, ის იყო, რომ "შინაბერები" ძირითადად ქალწულის ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ. ამის აშკარა მაგალითები გახდნენ - აფროამერიკელი დები სედი და ბესი დელანები.

ერთ-ერთი მათგანი – ეკონომიკის პედაგოგია, მეორე - სტომატოლოგი, ორივე - დღეგრძელები და რაც მთავარია, არც ერთს არ ჰქონია არც ოჯახი და არც გრძელვადიანი რომანი.

გრეტა გარბო - კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომლის ჰოროსკოპის ნიშანიც ქალწულია და რომელიც არასოდეს ყოფილა გათხოვილი.

ცნობილი მომღერალი ლინდა რონსტადტიც - შინაბერას კიდევ ერთი "კლასიკური მაგალითია". მომღერალი თერთმეტი "გრემის" მფლობელია და "ქანთრი-როკის" დედოფლის წოდების მფლობელი, მაგრამ პირადი ცხოვრებით ვერ დაიკვეხნის.

ლინდა არასოდეს ყოფილა გათხოვილი და არც შვილები ჰყავს. ერთადერთი ხმამაღალი სკანდალი, რომელიც მისმა მილიონობით თაყვანისმცემელმა იცის, კალიფორნიის ცოლიან გუბერნატორთან, ჯერი ბრაუნთან მისი რომანია. თუმცა, რომანი სკანდალად დარჩა, გაგრძელება მას არ ჰქონია. იქნებ ამაშიც დამნაშავე მომღერლის ქალწულის ჰოროსკოპია?

ცნობილი კომედიური მსახიობი ლილი ტომლინიც შინაბერების სიაშია. 2001 წლის იანვარში ლილიმ ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ლესბოსელია და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში რომანი ჰქონდა ამერიკელ სცენარისტთან და რეჟისორთან ჯეინ ვაგნერთან. 77 წლის მსახიობი 1 სექტემბერს სწორედ ქალწულის საბედისწერო ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული!

Astrologia

საბედისწერო ნიშნები

მაინცდამაინც ქალწული რატომ ვერ იტანს საქორწინო ურთიერთობას? – იკითხავთ თქვენ. შესაძლოა, მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ დაუდგრომელი და ნევროზული ქალწული ვერ იტანს სხვაზე ზრუნვას.

ქალი-ქალწულები, როგორც წესი, ცივები და უემოციოები არიან. საიდუმლო არ არის, რომ ქალწულები - ყველაზე კრიტიკული და აღმზრდელობითი ბუნების მქონე ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომაც ცხოვრების მეგზურად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სამაგალითოს ეძებენ. იდეალური მამაკაცები კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ რომანებში არსებობენ.

თუმცა, ქალწული ერთადერთი ნიშანი არ არის, რომელიც ქალს შინაბერობისთვის განაწყობს. ვერძი - კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ქალს პირად ბედნიერებაში ხელს უშლის. ამერიკელი ასტროლოგები აღნიშნავენ: ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ზედმეტად ინიციატორები, მებრძოლები და ფეთქებადები არიან. ისინი გიჟდებიან თავგადასავლებზე და ვერ იტანენ ყოფითი ცხოვრების რუტინას.

შინაბერების ჰოროსკოპში ასევე ჭარბობს ცეცხლოვანი ნიშანი - თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანი . ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები აქტიურ ცხოვრების წესს მისდევენ, მსუბუქები არიან, ვერ იტანენ დღის მკაცრ განრიგს. მათი პირველი მტერია - მოწყენილობა, რუტინა, შეზღუდვები და ვალდებულებები.

მშვილდოსნები უპირატესობას ანიჭებენ დღევანდელი დღით ცხოვრებას და არ უყვართ სამომავლო გეგმების დაწყობა. ამიტომაც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ქორწინებაში თავს შებოჭილად და უბედურად გრძნობენ.

დაბოლოს, რამდენიმე სიტყვით იმ ქალებზე, რომლებსაც გაუმართლათ და ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადნენ. ესენი არიან: კუროები, ლომები, მორიელები და მერწყულები - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ყველაზე იშვიათად ხვდებიან მყარი შინაბერების სიაში. სხვებთან შედარებით, მათთვის ყველაზე მარტივია ოჯახის შექმნა და მისი შენარჩუნებაც.

მათ მარტივად გამოსდით საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა და სტაბილური ოჯახური ცხოვრების აწყობა. და, რაც მთავარია, ყველაზე იშვიათად ამ "უსიამოვნო" სიაში ხვდებიან ქალი თხის რქები . ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ამბიციური ქალბატონები მიისწრაფვიან, რომ მათი ცხოვრება უმაღლეს დონეზე იყოს მოწყობილი, მათ შორის - ოჯახიც.

წყარო

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია