ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც გვიან ასაკში პოულობს ნამდვილ სიყვარულს

ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც გვიან ასაკში პოულობს ნამდვილ სიყვარულს

ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ერთი შეხედვით ლამაზი, ნაკითხი, განათლებული, პროფესიულად შემდგარი და წარმატებული ქალი, რომელსაც რატომღაც პირადი ცხოვრება აქვს მაინცდამაინც "ჩაკეტილ წრედ" ქცეული. ასტროლოგიურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ სულაც არ აღიქვამს ბევრი მათგანი მარტოობას კატასტროფად... და გვიან, მაგრამ მაინც ახერხებს ასეთი ქალი იპოვოს ნანატრი ბედნიერება. მაშინაც კი, როცა მას საერთოდ აღარც ეძებს...

ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს შორის ორგვარ ტიპაჟს ვხვდებით. ერთნი ძალიან ადრეულ ასაკში ახერხებენ დაოჯახებას, შვილების გაჩენას და რამდენჯერმე განქორწინებას... მეორენი კი თავს მთლიანად კარიერას უძღვნიან და საკმაოდ გვიან ასაკში იცლიან დიასახლისის როლის მოსარგებად. ვერძისთვის დამოუკიდებლობაა ამოსავალი წერტილი ცხოვრებაში. შესაბამისად, თუკი ადრეულ ასაკში არ გათხოვდა, იგი მაქსიმალურად ეჯაჭვება თავისუფალი ცხოვრების წესს და საბოლოოდ გონივრული არჩევანის მიხედვით - აბსოლუტურად გააზრებულად ირჩევს მამაკაცს ცხოვრების მეგზურად.

თხის რქა - მათი უმრავლესობა, როგორც წესი, სტუდენტობის ასაკში, მხოლოდ სწავლითა და სამომავლო კარიერაზე ფიქრითაა დაკავებული. იშვიათად ნახავთ თხის რქას, რომელიც ნაადრევად დაოჯახებას ჩქარობს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ბუნებით უზომოდ თავმოყვარეები და ამაყები არიან. შესაბამისად, უღირს მამაკაცთან ცხოვრების გატარებას, ხშირად აბსოლუტური მარტოობა ურჩევნიათ. თუმცა, მათი უმეტესობა გვიან ასაკში მაინც ახერხებს შესაფერისი მეწყვილის პოვნას. პროფესიულად შემდგარი, კარიერისტი მამრობითი სქესის წარმომადგენელის სახით.

ლომი - მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ყოველთვის გამოირჩევიან თაყვანისმცემლების სიმრავლით, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ბევრი ლომი ატარებს ცხოვრების დიდ ნაწილს მარტო. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მომიჯნავე ნიშნის - ქალწულის გავლენაა. რის ხარჯზეც ქალ ლომს ზედმეტად მაღალი აქვს თამასა მამაკაცების შეფასებისას. იდეალური მამაკაცები კი მოგეხსნებათ, ბუნებაში არ არსებობენ. ამიტომ როგორც კი ძუ ლომი ამ ფაქტის რეალურობას გააცნობიერებს და ღრუბლებში ფრენას მოეშვება, აუცილებლად გამოინახება მისთვის შესაფერისი კანდიდატურა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს შორის.

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია