ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელიც იდეალური ქმარი იქნება ნებისმიერი ქალისთვის

ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელიც იდეალური ქმარი იქნება ნებისმიერი ქალისთვის

ნებისმიერი ქალი, ამქვეყნად ეძებს იდეალურ მამაკაცს. თუმცა, ზოგი პოულობს მას, ბევრი კი ვერ. როგორც ასტროლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, არსებობს კონკრეტული სია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იმ მამრებისა, ვისი ხასიათიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ყველა ქალბატონისთვის სასურველი პარტნიორის პორტრეტს...

სიის სათავეში ვერძები მოხვდნენ 87%-ით.

როგორც გაირკვა, ვერძ მამაკაცს გააჩნია უნარი საკუთარ თავზე აიღოს ქალზე პასუხისმგებლობისა და ზრუნვის საკითხი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მან ზუსტად იცის, რომ "ცალ კარში" არ უხდება თამაში. ამასთან ერთად, ვერძი საკმაოდ გულუბრყვილო და ალალი ტიპაჟია. შესაბამისად, მასთან თქვენი წარსულის "დახურულ თემად" გამოცხადებაც მარტივად გამოგივათ.

კურო - 76%

კუროების უმრავლესობა მეოჯახე და მზრუნველია. ამიტომ გასაკვირი არც არის ის ფაქტი, თუ რატომ დაიკავა კურომ საპატიო ადგილი იდეალური მამრების სიაში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელია, ამიტომ იგი ვერძივით არ გაგანებივრებთ განუსაზღვრელი ბიუჯეტითა და სასურველი ნივთების შესაძენად ყოველთვის მასთან მოგიწევთ შეთანხმება.

კირჩხიბი - 61%

კირჩხიბები რომ მეოჯახეები არიან, ამას ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ. მათი უმრავლესობა გიჟდება საკუთარ სახლზე და ნებისმიერ ფასეულ რამეს ეზიდება იქითკენ, მათ რიცხვში სასურველ მანდილოსანსაც. ამასთან ერთად, კირჩხიბს ხშირად თავადაც ეხერხება სიმყუდროვის შექმნა და კერძების მზადება, რასაც ტრადიციულად ქალის მოვალეობად მიიჩნევენ კაცები. ამიტომ ცოლს კიბო მამაკაცი ამ მხრივაც გაანებივრებს.

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია