ვერძი
მეამბოხე სულის მქონე ავანტიურისტ ვერძს იდეალურად მოუხდება წითელი პომადა. მას თამამად შეუძლია ექსპერიმენტები ატაროს ფერებთან. გამოიყენეთ მოცულობითი ტუში, ტონალური კრემი კი კანის ფერის შესაბამისად შეარჩიეთ.
კურო
შემოქმედებით კუროებს უყვართ საკუთარი ტავის მოვლა და მუდმივად ადევნებენ თვალს სიახლეებს მოდის სამყაროში. მათ ეხერხებათ პარფიუმისა და ჩრდილების ფერის კარგად შერჩევა. ნაცრისფერი, იასამნისფერი და ყავისფერი ფერები იდეალურად გაუსვამს ხაზს თქვენი ხასიათის თავისებურებებს.
ტყუპი
ტყუპს კრეატივის დედა შეიძლება ვუწოდოთ. მკვეთრი, არასტანდარტული მაკიაჟი უბადლოდ წარმოაჩენს თქვენი ხასიათის დადებით მხარეებს.
კირჩხიბი
ემოციური კირჩხიბებისთვის მკვეთრი ფერები რეკომენდებული არ არის. მაკიაჟი მშვიდ ტონებში იდეალურად მოუხდება მგრძნობიარე კირჩხიბს. ყვრიმალების გამოსაკვეთად კი ნაზი ვარდისფერი რუჟი გამოიყენეთ.
ლომი
თავდაჯერებულ ლომებს ძალზედ უხდებათ "სმოუკი აისი". წვეულებებისთვის ოქროსფერი ჩრდილები იდეალური იქნება. პომადის ფერი, უმჯობესია, არ იყოს მკვეთრი.
ქალწული
აკურატულ ქალწულებს კარგი გემოვნება და ზომიერება ახასიათებთ. მათ თავშეკავებული მაკიაჟი მოუხდებათ. სახის გასანათებლად გამოიყენეთ ჰაილაითერი.
სასწორი
სასწორის მტკიცე ხასიათს კლასიკური ისარი იდეალურად გამოკვეთავს. მათ კონტრასტულობა უხდებათ. შეგიძლიათ თავისუფლად ჩაატაროთ ექსპერიმენტები მაკიაჟის სხვადასხვა სტილებთან, თუმცა გახსოვდეთ, რომ ხაზი აუცილებლად მხოლოდ ერთ ნაწილს უნდა გაუსვათ: ან თვალებს, ან ტუჩებს.
სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ,,მარაოს".