კულინარები და დიასახლისები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები. მოკლედ, მივყვეთ რიგრიგობით:
ლომი
ქალი ლომი დედოფალია, ჰოდა როგორ გინდათ ახლა დედოფალი გემსახუროთ? აბა სად გაგონილა ასე? ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, როგორც წესი, მზა საკვების ან ნახევარფაბრიკატებისკენ უფრო მიუწევთ გული. სადილებს იშვიათად ამზადებენ, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მეორე ნახევარი, რომელიმე "გურმანი" ნიშანი – კურო, კირჩხიბი ან მორიელია. ისე კი, ქალი ლომი სიამოვნებით იყოლიებდა სახლში პირად მზარეულს ან ისეთ პარტნიორს, რომელსაც თავად ეხერხება სამზარეულოში ტრიალი.