ზოდიაქოს ნიშანი და კულინარიული ნიჭი - მერწყული

ზოდიაქოს ნიშანი და კულინარიული ნიჭი - მერწყული

როგორი კულინარები და დიასახლისები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები. მოკლედ, მივყვეთ რიგრიგობით:

მერწყული

თუკი თქვენი ოჯახის დიასახლისად ამ ჰაეროვან, ექსცენტრიკულ და არაპროგნოზირებად ქალს მოიაზრებთ, მზად უნდა იყოთ მისგან ყოველგვარი სახის სიურპრიზის მისაღებად, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, კვების რაციონიც შედის. საქმე იმაშია, რომ მერწყულს კულინარიაც ისევე აინტერესებს, როგორც სხვა დანარჩენი უამრავი სფერო ამქვეყნად. სამზარეულო ხომ ის ადგილია, სადაც ნაირ-ნაირი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება. თუმცა თუკი თქვენ ტრადიციული სადილ-ვახშმის მოყვარული მამაკაცი ბრძანდებით, იმედი უნდა გაგიცრუოთ – მერწყული დიასახლისად ნაკლებად გამოგადგებათ. ეს იმიტომ, რომ ეს ქალი ტრადიციების ჩარჩოებში მოქცევას ვერასოდეს და ვერავისგან შეეგუება. სამაგიეროდ, ერთ დღეს რომ უკრაინული ბორშჩით გაგანებივრებთ, მეორე დღეს შესაძლოა სადილად შემწვარი ბაყაყის ფეხები მოგართვათ. კაცმა რომ თქვას, ცუდს რას ხედავთ ამაში? მრავალფეროვნებას ხომ არაფერი სჯობია.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?