ზოდიაქოს ნიშანი და კულინარიული ნიჭი - სასწორი

ზოდიაქოს ნიშანი და კულინარიული ნიჭი - სასწორი

კულინარები და დიასახლისები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები. მოკლედ, მივყვეთ რიგრიგობით:

სასწორი

თქვენი ოჯახის მომავალ დიასახლისად თუ სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალბატონს მოიაზრებთ, უნდა იცოდეთ, რომ იგი პირველ რიგში თავად სამზარეულოს დიზაინის "რებრენდინგს" და მის გაცილებით უფრო თანამედროვე მოდელზე გადაწყობას მოგთხოვთ. ეს იმიტომ, რომ სასწორი ბუნებით ესთეტია, შესაბამისად, ეს ქალი ვერანაირ საკვებს ვერ მოამზადებს თქვენთვის, თუკი გარემო არაკომფორტული და არაჰარმონიულია მისთვის.

ქალი სასწორი აღმერთებს სუფრის ლამაზად სერვირებას, მის მიერ დამზადებული კერძები კი პირველ რიგში ვიზუალურობით გამოირჩევა. ამ ქალს არ ეზარება სამზარეულოში მთელი საღამოს გატარება, საიმისოდ რომ მეორე დილით მეუღლეს ლამაზ ფენებად მორთული სალათი და ნაირ-ნაირი მაფინების ასორტიმენტი წარუდგინოს. უფრო მეტიც, იგი ჩაისაც ორგვარს შემოგთავაზებთ, ტრადიციულს და არომატიზირებულს. სასწორისთვის ხომ მთავარი კომფორტისა და ჰარმონიის შექმნაა ოჯახში.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?