როგორი კულინარები და დიასახლისები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები. მოკლედ, მივყვეთ რიგრიგობით:
თხის რქა
თუკი თქვენი საყვარელი ქალბატონი, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ სამზარეულოს და თქვენი კვების რაციონის მართვას, იგი მხოლოდ ოჯახის სრულად მართვის სადავეების ხელში აღების შემთხვევაში დასთანხმდება. თხის რქა ბუნებით ამბიციური და ამაყია, აქედან გამომდინარე, თუ მისი ამბიციები ოჯახში და კერძოდ სამზარეულოში იზღუდება, იგი უმალ "ცივ ომს" გამოუცადებს თქვენი სახლის ბინადარ მანდილოსნებს. სამაგიეროდ, როცა მასზეა დამოკიდებული ოჯახური ატმოსფერო, ისევე როგორც ყოველდღიური მენიუს შედგენა, იგი სანიმუშო დიასახლისისა და ცოლის როლს შესანიშნავად მოირგებს.