1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ დღეს ვინმესთვის გულის გადაშლა, საკუთრი იდეებისა და მიზნების გაზიარება მოგინდებათ, ეცადეთ ერთგული მსმენელები შეარჩიოთ.

ტყუპი

დღეს იმ საქმეებს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც "მივიწყებული" გქონდათ. ეს სამსახურის საქმეებსაც ეხება და პირად ცხოვრებასაც.

კირჩხიბი

საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. დაეხმაროთ გარშემო მყოფებს და თავადაც მიიღოთ ამისგან სიამოვნება.

ლომი

გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი მოგეძალებათ და ნუ უარყოფთ ამას. პირიქით, გაანებივრეთ ისინი თბილი სიტყვით, მცირე საჩუქრით.

ქალწული

მთელი დღე საღამოსთვის მოგიწევთ მზადება. კულტურული ღონისძიების დროს სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომელიც შესაძლოა რომანტიკული თავგადასავლიდან დიდ რომანში გადაიზარდოს.

სასწორი

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობას. მათგან შეიძლება საჭირო ინფორმაცია მიიღოთ ან თავად გასცეთ.

მორიელი

თამამად წამოაყენეთ საკუთარი იდეები, დაიცავით საკუთარი პოზიციები და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. თუმცა, ისე იმოქმედეთ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

მშვილდოსანი

საქმეებით დატვირთული დღის შემდეგ მეგობრებსა და ნათესავებს შეხვედრაზე უარს ნუ ეტყვით. მათთვის ტკბილეული შეიძინეთ და ახალი ამბებიც გაუზიარეთ.

თხის რქა

დღეს საკუთარ თავს შეიძლება "საყიდლების დღე" მოუწყოთ. თუმცა, უსარგებლო ნივთები რომ არ შეიძინოთ, საყიდლებზე სიით გაემგზავრეთ და თითოეული ახალშეძენილი ნივთი კარგად შეამოწმეთ.

მერწყული

კარგი დღეა დაგროვილი, მივიწყებული საქმეების ასამოქმედებლად. ერთგული, გამოცდილი ადამიანები დაიხმარეთ და სამუშაოს ადვილად გაართმევთ თავს.

თევზები

დღეს თუ ბრძენ ადამიანებს ვერ შეხვდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ და ეცადეთ, მათი ნათქვამი კი არ გაატაროთ, არამედ, მომავალში მისით იხელმძღვანელოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით