ავტორი:

1-ლი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - დღის მთავარი რჩევა ასტროლოგისგან ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

1-ლი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - დღის მთავარი რჩევა ასტროლოგისგან ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ვერძი

ამ დღეს სირთულეები და პრობლემები ახლავს. დღის პირველი ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება, ტრავმები, სერიოზული პრობლემები ახლობლებთან ურთიერთობაში. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარი ახალ ნაცნობობას და რომანტიკულ თავგადასავლებს გპირდებათ. მეგობრების ან ნათესავების რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს და ზუსტად ერთ კვირაში შესრულდეს.

კურო

ხელსაყრელი დღე ახალი საქმის დაწყებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან წარმატებული შესყიდვა. კურო ქალებს ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავლები ელით. ვარსკვლავები კურო მამაკაცებს გირჩევენ, თავი აარიდონ ხმაურიან წვეულებებს, რომლებიც სავარაუდოდ, თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ტყუპები

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით ტყუპები მამაკაცებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ან წარუმატებელი შესყიდვა. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის გაუარესება. ვარსკვლავები გირჩევენ, ხალხმრავლობას და ალკოჰოლს ერიდოთ. ტყუპ ქალებს ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი გელით.

კირჩხიბი

ვარსკვლავების კეთილგანწყობა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. ამ დღეს შეგიძლიათ, მეგობრების, ასევე ერთგული პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. რომანტიკული თავგადასავალი დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი ახალ, საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. პროფესიული საქმიანობის სფეროში ნებისმიერ საქმეს ადვილად, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და ლიდერის თვისებები თანამოაზრეების შემოკრებაში დაგეხმარებათ. დღის პირველი ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები და სერიოზული პრობლემები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

ქალწული

ამ დღეს ეცადეთ, საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. დღის მეორე ნახევარი საინტერესო ადამიანის გაცნობას გპირდებათ. მეგობრების, ასევე სანდო პარტნიორების რჩევები ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ.

სასწორი

კრიტიკული დღეა. შეიძლება, ამ დღის მოვლენებმა თქვენს საქმეებზე და გრძელვადიან გეგმებზე სერიოზულად იმოქმედოს. საჯარო მოხელეებმა განსაკუთრებული ყურადღება და წინდახედულება უნდა გამოიჩინონ, ეცადეთ, მუშაობის დაწყებამდე აბსოლუტურად ყველა წვრილმანი გაითვალისწინოთ. დაბნეულობამ და პესიმიზმმა შეიძლება, სიტუაციის რეალისტურ შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. ამ დღეს ფიზიკურ აქტივობას განსაკუთრებით უნდა ერიდოთ.

მორიელი

საკუთარ უნიკალურობაზე ფიქრით შეპყრობილი მორიელი მამაკაცისგან მოსალოდნელია გაუწონასწორებელი და არაპროგნოზირებადი ქმედებები. ემოციების კონტროლს ვერ ახერხებთ და „ოქროს შუალედის“ პოვნა გიჭირთ. გამორიცხული არ არის უახლოეს ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტი. დღის მეორე ნახევარს, სავარაუდოდ, მთლიანად საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას დაუთმობთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ვარსკვლავები გირჩევენ, თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატაროთ. ეს დღე ხელსაყრელია ხორციელი ვნებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. სავარაუდოდ, სიზმარი წინასწარმეტყველურია და ზუსტად ერთ კვირაში ასრულდება.

თხის რქა

ამ დღეს ურთიერთობაში სირთულეები და საყოფაცხოვრებო პრობლემები მოაქვს. გახსოვდეთ, რომ განსაცდელს, რომელსაც ბედი გიმზადებთ, საყვარელი ადამიანის ან სანდო მეგობრის გვერდით ადვილად გადაიტანთ, რომლის რჩევა შეიძლება, ძალიან ღირებული იყოს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დაუფიქრებელი სიტყვით არავინ შეურაცხყოთ.

მერწყული

რთული, წინააღმდეგობრივი დღეა. სავარაუდოდ, მოულოდნელი სიახლე გაიძულებთ საკუთარ ქმედებებს გადახედოთ და პრიორიტეტები შეცვალოთ. თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობა ერთ -ერთ პარტნიორთან კონფლიქტს გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, დღეს დადებული გარიგებები მოგებას მოგიტანთ.

თევზები

სავარაუდოდ, ახალი ამბავი მთელ თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ბევრ თევზს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს და გამორიცხული არ არის, რომ ის მცდარი იყოს. ამიტომ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეცადეთ, დამშვიდდეთ და საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ.