* საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან.
* არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ;
* კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად.
* მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს.
* მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ.
* კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება.
* ამ დღეს დაბადებული ადამიანი ბედნიერი და მდიდარი იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს ამაყი და არ უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.
* მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია – თევზისა და ბოსტნეულის.
* თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან.
* თმის შეჭრა ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ.
* ამ დღის ქვებია: ყვითელი ნეფრიტი, ჟადეიტი და ქრიზოპრაზი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კირჩხიბში
* ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
* მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
* კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
* ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
* კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
* ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.