ოთხშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:16-ზე, მთვარე მერწყულში გადავა 22:44-ზე
დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
ვერძი: ცვლილებები გელით სამსახურში, შეიძლება ახლის შესწავლამ მოგიწიოთ. ვალდებულებების გამო სათანადო დროს ვერ დაუთმოთ მეგობრებთან გართობას.
კურო: კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი თემები, იყავით მომართული შეთანხმებულ მუშაობაზე. საყვარელი ადამიანი თავისი ერთგულებით და მზრუნვეობით გაგაოცებთ.
ტყუპი: შინაგანი ბრძოლა მოგიწევთ მოუთმენლობასა და პრაგმატიზმის შორის. იყავით მომართული საქმეების მოგვარებაზე, მოლაპარაკეები დიპლომატიურად წარმართეთ. მეტ დრო გაატარეთ პოზიტიურად განწყობილი ადამიანების გვერდით.
კირჩხიბი: ჩამოყალიბდით, რის გაკეთებას აკეთებთ ან რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. სანამ შვებულებაში გახვალთ, ჩამოწერეთ თითოეული დღის გეგმა. დანიშნეთ საქმეები და მეგობრული შეხვედრებიც კი.
ლომი: თანამშრომლობა მოთმინებას და ღიმილს მოითხოვს. დააკვირდით, რას ამბობენ გარშემო მყოფები. თქვენთვის საინტერესოსაც გაიგონებთ. საღამო გაატარეთ მათ გვერდით, ვისაც უყვარხართ და ბედნიერებას განიჭებე.
ქალწული: მშვიდად შეხვდით გარშემო მყოფების პრეტენზიებს. ეცადეთ, შეასრულო მათი მოთხოვნები. უმჯობესია, მოითმინოთ, ვიდრე აშკარა კამათში ჩაერთოთ. გულის გადასაშლელად მეგობრებს მიმართეთ.
სასწორი: იყავით დიპლომატიური გარშემო მყოფების მიმართ, მაგრამ მათ საქმეებს თქვენ ნუ გააკეთებთ; ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. მშვიდად დაიცავით საკუთარი უფლებები.
მორიელი: დღეს უნდა გამოავლინოთ სიბრძნე, ზომიერება, დაკვირვება და ყველა ის სასიკეთეო თვისება, რაც სხვებს არ გააჩნიათ. დააკვირდით ყველას, რომ თავისი საქმე კეთილსინდისიერად შეასრულონ.
მშვილდოსანი: ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. ის, რაც თქვენთვის იოლია, სხვისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს და ეცადეთ ყველსთვის გასაგებად ისაუბროთ, დაეხმაროთ გარშემო მყოფებს.
თხის რქა: ახლის შესწავლის და გაგების დღეა. შეიძლება მიიღოთ საჭირო საბუთი, ინფორმაცია. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.
მერწყული: აუჩქარებლად, დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ ეცდებით საქმიან პარტნიორებზე ზეგავლენის მოხდენას. იყავით მომართული კავშირის გამყარებაზე და არა გაწყვეტაზე.
თევზები: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სხვებისგან განსხვავებული ხართ, მაგრამ ამის გამო განწყობას ნუ გაიფუჭებთ, იყავით გამორჩეული და საუკეთესო საკუთარ საქმიანობაში, ურთიერთობებში.