კურო
ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში, მოერიდეთ თქვენ მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. აკეთეთ თქვენი საქმე, მოვა დრო და ყველას თავის ადგილს მიუჩენს, ნუ მოიშლით ტყუილად ნერვებს.
ტყუპი
თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, მოერიდეთ კრიტიკას. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად.
კირჩხიბი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. დღეს შეიძლება ახალ საქმიანობაში, პროექტში ჩაერთოთ, რაც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
ლომი
კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და სამომავლო გეგემების განსახილველად. შეიძლება ახალ თანამდებობაზე დაგნიშნონ ან მატერიალური ჯილდო მიიღოთ.
ქალწული
სანამ რაიმეს შეიძენდეთ, რჩევა გამოცდილ და ერთგულ მეგობრებს ჰკითხეთ.
სასწორი
კოლეგების კრიტიკამ და უფროსის შენიშვნებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ეცადეთ, გულის გადასაყოლებლად, საღამო მხიარულ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
მორიელი
საქმიანი შეხვედრებით დატვირთული დღის შემდეგ საღამო ფენტეზის ჟანრის ფილმს დაუთმეთ. აგრეთვე კარგია, შემოქმედებითი საქმიანობა.
მშვილდოსანი
მხიარულ განწყობაზე ხართ და გარშემო მყოფების გამხიარულებაც მოგინდებათ. მაგრამ ეცადეთ, თქვენმა ვითომდა "ხუმრობამ", გული არავის ატკინოს.
თხის რქა
დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმის შესადგენად. ოღონდ, საკუთარ თავს დასვენების საშუალებაც მიეცით.
მერწყული
მცირე დროში უამრავი საქმის მოგვარება მოგიწევთ. ამასთანავე, შეიძლება დახმარება ნათესავებმა, მეგობრებმა გთხოვონ. ეცადეთ, ყურადღებით იმოქმედოთ და დახმარებაზეც არავის უთხრათ უარი.
თევზები
თუ მოგზაურობის ან მგზავრობისთვის ემზადებით, ყველა დეტალი კარგად შეამოწმეთ. გადახედეთ ნივთებს, არაფერი დაგრჩეთ.