10 დეკემბერი, მთვარის მეცხრე დღე

10 დეკემბერი, მთვარის მეცხრე დღე

რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ.

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, საქმეების გარჩევას.

ცუდი დღეა ურთიერთობის გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი.

არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა.

კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად.

აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ.

შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან.

ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს, მაგრამ ზედმიწევნით უნდა გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას.

კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება.

ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.

ვარცხნილობის შეცვლა სხვა დღისთვის გადადეთ.

ამ დღის ქვებია: შავი მარგალიტი, ალექსანდრიტი, ტოპაზი.

დღის გაფრთხილება: მოერიდეთ სარკეში ყურებას.

მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 13:55

მთვარე ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 17:06

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ვერძში

ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.

თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.

მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.

კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით