კვირა, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:41-ზე, მთვარე მორიელშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის, უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად, ქორწინებისა და ნიშნობისათვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
ვერძი
გვერდზე გადადეთ ყველა სერიოზული საქმე და დაუთმეთ დღე თქვენს საყვარელ საქმიანობას და სასიამოვნო კომუნიკაციას. გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებთან საუბარი საინტერესო იდეებს გაგიჩენთ. თუმცა, დღეს არ უნდა ეწვიოთ საზოგადოებრივ ადგილებს, გაცივების შანსი დიდია.
კურო
თუ წარსულში სწორი გადაწყვეტილებები მიგიღიათ, ეს დღე წარმატებული იქნება. ზოგიერთს მოგიწევთ გეგმების გადალაგება და სიტუაციის მიხედვით მოქმედება. ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა ოჯახის წევრებისთვის.
ტყუპი
დღეს პრიორიტეტული უნდა იყოს თქვენი საყვარელი ადამიანების საქმეები და პრობლემები. გადადეთ საკუთარი საქმეები და დაეხმარეთ მათ, ვისაც სჭირდებით. შეიძლება იყოთ ზედმეტად გაღიზიანებული და ემოციური, ამიტომ არ ეკამათოთ ახლობლებს.
კირჩხიბი
უმჯობესია გადადოთ საქმეები, რომლებიც სწრაფ რეაგირებას ან ყურადღებას მოითხოვს. კარგია მსუბუქი საშინაო დავალების შესრულება ან ისეთი რამის, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. პირად ურთიერთობებში გამოიჩინეთ ინიციატივა და იყავით უფრო მიზანსწრაფული.
ლომი
ნათესავებთან ურთიერთობა შეიძლება დაძაბული იყოს, გიჭირთ ერთმანეთის გაგება და შეთანხმება. ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, იყავით თავაზიანი და ეძებეთ კომპრომისები. მიეცით თქვენს პარტნიორს მეტი თავისუფლება, მიეცით საშუალება იყოს დამოუკიდებელი.
ქალწული
არის შანსი, რომ 10 დეკემბერს ინფორმაციის ნაკადმა გადაგფაროთ და მართლაც მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დრო უბრალოდ აღარ დაგრჩეთ. შეარჩიეთ რამდენიმე პრიორიტეტული დავალება და ყურადღება გაამახვილეთ მათ შესრულებაზე. დღევანდელი შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.
სასწორი
თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნებმა ან მკვეთრმა სიტყვებმა შეიძლება ადვილად შეურაცხყოთ თანამოსაუბრე, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დააკვირდეთ თქვენს ემოციებს და არ გააფუჭოთ ურთიერთობა. დღე დაუთმეთ დასვენებასა და ენერგიის აღდგენას.
მორიელი
ჯობია დღევანდელი სირთულეები შემოქმედებითად გადალახოთ. თავისუფლად გამოხატეთ თქვენი აზრი. თქვენი საყვარელი ადამიანები მზად იქნებიან დახმარებისთვის ან რჩევისთვის მიმართეთ მათ.
მშვილდოსანი
დღეს გარშემო მყოფები გაღიზიანებთ და უარყოფით ემოციებს იწვევენ. ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ შეზღუდოთ კონტაქტები. გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი, წადით სალონში ან გაიკეთე მასაჟი. საღამოს იმხიარულეთ ახლობლების წრეში.
თხის რქა
გელით მნიშვნელოვანი მოვლენებითა და ახალი საინტერესო შესაძლებლობებით აღსავსე დღე. რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით, მით მეტია საინტერესო იდეის მოსმენის ან პარტნიორული შეთავაზების მიღების შანსი. ნუ აწყობთ გეგმებს, იმოქმედეთ ინტუიციურად.
მერწყული
ღიად გამოხატოთ თქვენი აზრი, ენდეთ ადამიანებს და იყავით მეგობრული. ვარსკვლავები გირჩევენ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სხვა დღისთვის გადადოთ. დაიწყეთ დაგეგმვა, დაისახეთ ახალი მიზნები.
თევზები
თევზებისთვის წარმატებული და ნაყოფიერი დღეა მოსალოდნელი. დღეს თქვენ გაქვთ გაზრდილი ენერგია და კარგი განწყობა, რაც საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ ყველაფერი და მიაღწიოთ კარგ შედეგებს. თუმცა, შეიძლება ვინმემ უარყოფითად ისაუბროს თქვენზე. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მათ, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.