კურო
სიზარმაცისა ან სიჩქარის გამო არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი საკითხები. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. საღამოს კარგია ფიზიკური დატვირთვა. გაუფრთხილდით თავს.
ტყუპი
საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას ნუ აიღებთ. მეტი დრო მოიტოვეთ დასვენებისთვის. მოერიდეთ თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებთან, განსაკუთრებით მანდილოსნებთან, კონტაქტს. საღამოს მეგობრებს შეხვდით.
კირჩხიბი
მოემზადეთ, დღეს გარშემო მყოფებისგან წუწუნისა და ჩივილის მოსმენა მოგიწევთ. უნდა აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი. კარგი დღეა პირადი ნივთების მოსაწესრიგებლად. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ლომი
მაქსიმალურად ეცადეთ, ყველას ყველაფერი აპატიოთ, წვრილმანებზე არ გამოეკიდოთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. პირადი ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები, სიურპრიზებია მოსალოდნელი.
ქალწული
შეხვედრები, საბუთების მოწესრიგება დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ეცადეთ, ყველაფერში გაერკვეთ. საღამოს გაუფრთხილდით თავს, გადადეთ ვიზიტი სტომატოლოგთან. მოერიდეთ საყიდლებს.
სასწორი
მოერიდეთ კონფლიქტებს, მაგრამ თუ გარშემო მყოფების მხრიდან ნეგატივს იგრძნობთ, გაერკვიეთ მიზეზში. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. თუ საქმეებს მარტო ვერ უმკლავდებით კოლეგები დაიხმარეთ.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. დღის მეორე ნახევარში სასწრაფო საქმეების გამო გეგმები შეგეცვლებათ. საღამოს ნუ დანიშნავთ პაემანს. უმჯობესია დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.
მშვილდოსანი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. დღეს ადვილად შეძლებთ ხალხის დარწმუნებას, თქვენ მხარეზე გადმობირებას. საღამოს ივარჯიშეთ, შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ნუ გასცემთ ტყუილ დაპირებებს. დღის მეორე ნახევარში საქმეებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. შეიძლება კოლეგების საქმეებიც თქვენ შეასრულოთ, გამოასწოროთ.
მერწყული
ყოველდღიური საქმეებით შემიფარგლეთ. აკონტროლეთ სიტუაცია და ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სერიოზული საუბრები; ინფორმაციის გაცვლა. პირად ცხოვრებაში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.
თევზები
საქმეების გამო ზედმეტად დაძაბული ხართ, რის გამოც შეიძლება ურთიერთობა გაგიფუჭდეთ გარშემო მყოფებთან. ახალ პრობლემებს ძველი მეთოდებით ვერ გაუმკლავდებით. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ, სადაც სიმშვიდესა და მხარდაჭერას მიიღებთ.