10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კეთილი, ზღაპრული დღე გელით. ფორტუნა საჩუქრებსა და სიურპრიზებს გიმზადებთ. ეცადეთ, არ იზარმაცოთ, დილა საქმეებს დაუთმოთ. გამონახე დრო სეირნობისთვის. საინტერესო შეხვერა გელით, შესაძლოა, რომანტიკულიც.

ტყუპი

კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ნებისმიერი ფანტაზიის რეალიზებას შეძლებთ. საქმიანობაში შეგიძლიათ ოჯახის წევრებიც აიყოლიოთ. საღამო ან შინაურულ გარემოში გაატარეთ, ან მეგობრებთან ერთად.

კირჩხიბი

მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია, რომანტიკული სიურპრიზებიც. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამოს შეიძლება სტუმრების მასპინძლობამ მოგიწიოთ; წვეულება შეიძლება დილამდე გაგრძელდეს.

ლომი

დილიდან ენერგიული და ხალისიანი ხართ. საქმეებს რომ მორჩებით გამონახეთ დრო და შეხვდით მეგობრებს. თუ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ, მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ.

ქალწული

სასიხარულო, წარმატებული მომენტებით აღსავსე დღე გელით. განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში. იყავით მზად რომანტიკული სიურპრიზებისთვის.

სასწორი

მშვიდი, სტაბილური დღე გელით. ჩამოწერეთ სამომავლო სურვილები და შესასრულებელი საქმეების სია. საღამო ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ, მოუმზადეთ მათ გემრიელი ვახშამი.

მორიელი

საქმეებით დატვირთული დღე გელით. იყავით აქტიური და დაკვირვებული. მოსალოდნელია შეხვედრა მეგობრებთან. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით გაანებივრეთ.

მშვილდოსანი

სიურპრიზების დღე გელით. დღის პირველი ნახევარი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამოს მეგობრებს, ნათესავებს უმასპინძლეთ.

თხის რქა

საქმეებით დატვირთული დღე გელით. იღბალი საინტერესო შეხვედრას გიმზადებთ. ყურადღებით იყავით. საღამოს საყვარელ ადამიანს პაემანი მოუწყვეთ.

მერწყული

სიურპრიზებითა და საჩუქრებით მდიდარი დღე გელით. თავადაც პოზიტიური და აქტიური იქნებით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ.

თევზები

გათავისუფლდით ნეგატივისგან, პოზიტივით დაიმუხტეთ. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით