სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 20:51-ზე, მთვარე 19:15-დან ქალწულშია
საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. საღამოს პასიურად დაისვენეთ.
ვერძი
არ გირჩევთ მკვეთრ ცვლილებებს. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ფრთხილად იყავით, იფიქრეთ შედეგებზე. ბიზნესში ნუ იმედოვნებთ სხვების დახმარებაზე, შეეცადეთ ყველაფერი თავად გააკეთოთ.
კურო
ნუ ეცდებით დღეს ყველაფერი გააკეთოთ; არ გადააჭარბოთ თქვენს ძალას. მეტად დაისვენეთ სამუშაო პროცესისგან, საღამოს კარგი ამბავი გელოდებათ, ისიამოვნეთ ოჯახთან ერთად გატარებული დროით.
ტყუპი
მოვლენები სწრაფად შეიცვლება და წინასწარ დაგეგმილი გეგმის შესრულება გაგიჭირდებათ. წვრილმანების ან უხეშად ნათქვამი სიტყვის გამო საყვარელ ადამიანებთან ჩხუბს არ გირჩევთ.
კირჩხიბი
იპოვეთ რამე სასარგებლო და გააკეთეთ. როცა დაკავებული ხართ, თავში ნეგატიური აზრები არ გაგიჩნდებათ და არც განწყობა გაგიუარესდებათ. დღეს ზედმეტად რეაგირებთ საყვარელი ადამიანების კომენტარებსა და კრიტიკაზე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ.
ლომი
კარგი დღეა ბიზნესის ან პროექტის განვითარებისთვის. თუნდაც ერთი შეხედვით ზედმეტად რთულად მოგეჩვენოთ, დღეს გაგიადვილდებათ ყველა სირთულესთან გამკლავება. პირადი ურთიერთობები კარგად ვითარდება, სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი.
ქალწული
ყურადღება არ მოაკლოთ საქმეებს. პრობლემების გადასაჭრელად ფანტაზიას უნდა მოუხმოთ. კონსერვატიული შეხედულებები კარგი შედეგების მიღწევის საშუალებას არ მოგცემთ. ეს არ არის შესაფერისი დრო ფინანსური ინვესტიციებისთვის.
სასწორი
დღის პირველი ნახევარი რთული და ემოციურად დაძაბული იქნება. მოერიდეთ სხვების გაკრიტიკებას, უხეში კომენტარების გაკეთება; ამან შეიძლება უარყოფითი რეაქციები გამოიწვიოს. სადილის შემდეგ განწყობა გაგიუმჯობესდებათ და სასარგებლო საქმეების კეთების სურვილი გაგიჩნდებათ. ნუ შეგეშინდებათ მეგობრებისთვის დახმარების ან რჩევის თხოვნას.
მორიელი
დაისახეთ რეალისტური და ადვილად მისაღწევი მიზნები. წინააღმდეგ შემთხვევაში დრო ტყუილად დაიკარგება. საღამო კარგია ძველ მეგობრებთან შესახვედრად; შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები.
მშვილდოსანი
მოგიწევთ ძალისხმევა, რომ ყველა თქვენი საქმე კარგი შედეგით დაასრულოთ. ნუ იმედოვნებთ კოლეგების დახმარებას. წარმატება თქვენს შრომასა და შეუპოვრობაზეა დამოკიდებული. დღეს ძველ მნიშვნელოვან საკითხებსაც მოაგვარებთ.
თხის რქა
კარგი დღეა ახალი ნაცნობებისთვის და საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოლაპარაკებების წარმატებაში. ეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ პარტნიორებზე. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
მერწყული
მოემზადეთ დატვირთული დღისთვის. იმდენი საქმე გექნებათ გასაკეთებელი, რომ დასვენებაზე ფიქრის დროც არ გექნებათ. ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ, კოლეგების დახმარების გარეშე. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
თევზები
ბიზნესპარტნიორებისგან ან ინვესტორებისგან დახმარებას, ხელსაყრელ შემოთავაზებებს მიიღებთ. პირადი ურთიერთობები გაუმჯობესდება, თუ გულწრფელად ესაუბრებით საყვარელ ადამიანს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იყავით მის მიმართ მზრუნველი და მოსიყვარულე.