კურო
თუ გგონიათ, რომ გარშემო მყოფები არაადეკვატურად იქცევიან, შეეცადეთ სამყაროს მათი თვალით შეხედოთ.
ტყუპი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. სასარგებლოა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება, მასაჟი, ვარჯიში და ცურვა.
კირჩხიბი
თუ გსურთ დადებითი ემოციებით დაიტვირთოთ, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ქალაქგარეთ ან კულტურულ ღონისძიებებს ეწვიეთ.
ლომი
აქტიურობის დღე გაქვთ. ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ და დაგეგმილ საქმეებს მარტივად გაართმევთ თავს. აგრეთვე კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ქალწული
მოერიდეთ საეჭვო საქმიანობასა და აზარტულ თამაშებს. აგრეთვე, სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. როგორც წესი, მსგავსი რამ თქვენ არ გახასიათებთ, მაგრამ ვიღაცის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.
სასწორი
დღეს შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და რთული სიტუაციის თავის დასაღწევად იუმორი გამოიყენეთ. თუ საკუთრ სიმართლეში დარწმუნებული არ ხართ, ნურავის ნურაფერს დაუმტკიცებთ.
მორიელი
ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური და მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. ეცადეთ, მეტი დრო თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის.
მშვილდოსანი
გაგიადვილდებათ იურიდიული საკითხების მოგვარება. აგრეთვე კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მთავარია, საკუთარი თავი ზედმეტი საქმეებითა და პასუხისმგებლობებით არ დაიტვირთოთ.
თხის რქა
შეხვედრებით, მოლაპარაკებებითა და მგზავრობებით დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობაც, რაც სასარგებლოდ წაადგება თქვენს სამომავლო საქმიანობას.
მერწყული
დასვენებისა და მოდუნების დრო არაა, შეგიძლიათ რამდენიმე საკითხის განხილვა-მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ, მაგრამ ძირითად საქმეებს ვერსაც გაექცევით. საღამოს ფლირტისა და რომანტიკის განწყობაზე დადგებით
თევზები
დღევანდელი დღე ძირითადად ფინანსებზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. მაქსიმალურად გააკონტროლეთ ხარჯი. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს. ნუ აიღებთ ვალს, მით უფრო პროცენტიანს.