შაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:19-ზე, მთვარე თევზებშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
ვერძი
დღე დადებითად ჩაივლის, გელოდებათ მხიარულ შეხვედრები, საინტერესო ადამიანების გაცნობა. შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა. დიდი შანსია, რომ ბოლო მოეღოს ოჯახში არსებულ უთანხმოებებს. ადვილად იპოვით მიდგომას ადამიანებთან.
კურო
მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ. დიდი ალბათობით გარშემო მყოფები უარს გეტყვიან დახმარებაზე. ნუ დარდობთ, იმაზე სწრაფად გადალახავთ უსიამოვნებებს, ვიდრე ფიქრობდით. გამორიცხული არაა მოულოდნელი ხარჯი.
ტყუპი
მარტივი დღეა. სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. მიიღებთ საჩუქრებს. მაგრამ თავად არაფერი შეიძინოთ. განსაკუთრებით, ძვირად ღირებული. შესაძლოა იმედგაცრუება.
კირჩხიბი
განდევნეთ პესიმიზმი და პირქუში აზრები. საქმეები ისე არ მიდის, როგორც გსურდათ, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერს გამოასწორებთ. საღამოს კარგად დაისვენეთ. სასარგებლო იქნება წვეულებაზე დასწრება.
ლომი
სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და ეს არ მოგეწონოთ. გაბრაზება არ არის საუკეთესო მრჩეველი. სანამ რამეს გააკეთებთ, დაიწყნარეთ ნერვები. შაბათს სასარგებლოა მშვიდ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გამოყენება.
ქალწული
პროდუქტიული დღე გელით. უმჯობესია დაიწყოთ დასუფთავებით, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებით. სადილის შემდეგ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ამოცანები მარტივად გადაწყდება. შესაძლებელია პოზიტიური ცვლილებები კარიერაში.
სასწორი
დღე სავსე იქნება საზრუნავებითა და პრობლემებით. მოგიწევთ ყველა წვრილმანის დამოუკიდებლად გადაწყვეტა. საღამო საქმეებისგან გამოითავისუფლეთ, საინტერესო ღონისძიება გელით.
მორიელი
დღეს კარგი იქნებოდა ოჯახზე ზრუნვა, ნათესავებთან სტუმრად მისვლა საჩუქრებით. ოჯახთან ერთად თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობთ. ზოგიერთი შიდა კონფლიქტი მოგვარდება. დღეს ასევე სასარგებლოა ველოსიპედით სეირნობა, წყლის პროცედურები.
მშვილდოსანი
მკაფიო გეგმა გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში არეულობა გექნებათ. დიდია შეცდომების ალბათობა, წვრილმანებზე დროის დაკარგვა. საღამო პასიურად გაატარეთ. მოუსმინეთ საკუთარ თავს და თქვენს შეგრძნებებს.
თხის რქა
მშვიდი, ნორმალური დღეა. დილიდან ყოველდღიური საქმეების მოგვარებას შეუდგებით. კარგი იქნებოდა სახლში დარჩენა, წამოწოლა, დასვენება და გამოჯანმრთელება.
მერწყული
თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. მთავარია, ძალიან ბევრი არ მოინდომოთ და საკუთარი თავისთვის უსიამოვნო სიტუაციაში არ მოხვდეთ. განიხილეთ ყველა მოქმედება. თუ ეჭვი გეპარებათ, შეამოწმეთ ახლო მეგობართან.
თევზები
დღეს მიხვდებით, რომ დუმილი ოქროა. ნაკლებად ისაუბრეთ თქვენს გეგმებზე და არ მისცეთ რჩევა მათ, ვინც არ გეკითხებათ. ინფორმაცია შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან ერთად ბუნებაში სეირნობისთვის.