კურო
მთელი დღის მანძილზე წარმატება თქვენ მხარეზე იქნება. შეძლებთ ყველაფრის მიღწევას, რასაც მიზნად დაისახავთ. მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა და ყურადღებით იყავით.
ტყუპი
დღეს გარშემო მყოფები მოსვენებას დაგიკარგავენ. თუ თქვენთან პირადად შეხვედრას ვერ მოახერხებენ, ტელეფონით შეგეხმიანებიან და დახმარებას გთხოვენ. ეცადეთ, მათ მიმართ გულისხმიერი იყოთ და უარი არ უთხრათ.
კირჩხიბი
ნუ გადავარდებით ილუზიებში, ყველა საქმიანი შემოთავაზება ყურადღებით განიხილეთ და თანხმობა ისე განაცხადეთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს და გამხიარულდით.
ლომი
სირთულეების მიუხედავად საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანოთ და მაქსიმალურად მოთოკოთ ემოციები. ეცადეთ, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ როგორც კოლეგებთან, ასევე ოჯახის წევრებთანაც.
ქალწული
სამსახურის საქმეებში წარმატება გელით. მარტივად გადალახავთ ყველა იმ დაბრკოლებას, რაც ადრე რთული გეჩვენებოდათ. გარშემო მყოფების მიმართ მეტად მეგობრული უნდა იყოთ.
სასწორი
მოულოდნელ სიტუაციაში ახალ ნაცნობებს გაიჩენთ. ისინი თქვენი ან სამუდამო მეგობრები გახდებიან, ან რომანტიკულ ურთიერთობას გაბამთ მათთან.
მორიელი
დღეს რაც უფრო მეტად იქნებით გარშემო მყოფების მიმართ გულისხმიერი და გახსნილი, მით მეტად დაიმსახურებთ მათ სიმპათიას. ეცადეთ დაძაბული ურთიერთობა დიპლომატიურად მოაგვაროთ.
მშვილდოსანი
იუმორი და გარშემო მყოფებისადმი მეგობრული განწყობა ნებისმიერ სირთულეს გადაგალახვინებთ. ახალი ნაცნობობის დახმარებით ყოფითი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.
თხის რქა
საქმიანი შეხვედრები თქვენ სასარგებლოდ დასრულდება, თუ სწორად ჩამოაყალიბებთ საკუთარ მოთხოვნებს და იუმორსაც გამოიყენებთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ასაკოვან ადამიანებთან.
მერწყული
უმნიშვნელო ცვლილებაც კი კარგად გაიაზრეთ. კრიტიკული უნდა იყოთ როგორც საკუთარი, ასევე გარშემო მყოფების მიმართ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
თევზები
კარგი იქნება, თუ დღეს საქმეებს აიცილებთ და მთელ დღეს დასვენებას, ჰობის მიუძღვნით. საღამოს შეიძლება მოულოდნელი საჩუქრი მიიღოთ ან სტუმრად მიგიპატიჟონ.