10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა დოკუმენტებთან, მხატვრულ ტექსტებთან სამუშაოდ. აგრეთვე, მგზავრობისა და მოლაპარაკებისთვის. შეიძლება მივიწყებულ ფაილებსაც მიაგნოთ.

ტყუპი

მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. შეიძინეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები და პროდუქტები. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.

კირჩხიბი

მეტად დაისვენეთ, გამოიძინით. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. დღეს მინიმალურ კომფორტშიც კი ბედნიერად იგრძნობთ თავს.

ლომი

ზოგიერთს კონფიდენციალური შეხვედრები და მოლაპარაკებები ელის. საღამოს გული მხოლოდ ახლობელ ადამიანს გადაუშალეთ.

ქალწული

ახალი იდეები იმათთან ერთად შეადგინეთ, ვისაც ენდობით. იყავით ღიმილიანი და ნუ გაბრაზდებით მათზე, ვინც საკუთარ იდეებს თავზე მოგახვევთ.

სასწორი

დღეს თქვენს ქცევაზე ბევრია დამოკიდებული; ამიტომ, ცვლილებებს მშვიდად შეხვდით. თუ დაწინაურება გსურთ, ურთიერთობა გააუმჯობესეთ უფროსთან.

მორიელი

კარგი დღეა სწავლის, მიმოწერისა და მგზავრობისთვის. პოზიტიური ცვლილებები გელით სასამართლო პროცესებში, ტურიზმსა და საგამომცემლო საქმეში.

მშვილდოსანი

თუ გსურთ, მომავალში საქმეები კარგად წარმართოთ, მოაწესრიგეთ წარსულში შედგენილი დოკუმენტები. ხარჯი გელით ბავშვების ან საყვარელი ადამიანი გამო.

თხის რქა

იყავით დელიკატური და დიპლომატიური, რადგან მომავალში თქვენი საქმეების ვითარება თქვენს დღევანდელ ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

მერწყული

დილა დასვენებასა და გამოძინებას დაუთმეთ. მეტ დაკვირვებას ითხოვს დოკუმენტებთან მუშაობა. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად.

თევზები

მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი მხატვრობაში, ლიტერატურასა და მუსიკაში. კარგი დღეა მუზეუმების, ისტორიული ადგილების მოსანახულებლად. ბავშვებთან დაიცავით ზომიერება სიყვარულსა და სიმკაცრეში.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით