10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე ტყუპის ზოდიაქოშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.

ვერძი

შეიძლება იყოს გაუგებრობა და დაძაბულობა კომუნიკაციაში. გიჭირთ სიტყვების პოვნა და აზრების გამოხატვა ახლო ადამიანებთანაც კი. გამოიჩინეთ ინტერესი და კეთილგანწყობა სხვების მიმართ, გადაწყვეტილების მიღებისას ნუ მოახდენთ მათზე ზეწოლას.

კურო

შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი, რათა გქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება. მოგიწევთ საჭირო ადამიანების განწყობასთან ადაპტაცია და მიზნების მისაღწევად ახალი გზების მოძიება. მოქნილობა და დიპლომატია, კომპრომისების ძიება დაგეხმარებათ დღის წარმატებით დასრულებაში.

ტყუპი

ვარსკვლავები გირჩევენ დღეს არ დაარღვიოთ წესები და შეთანხმებები, პატივი სცეთ სხვა ადამიანების პირად საზღვრებს. თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მოაგვარეთ ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით: თქვენი მჭევრმეტყველების ნიჭი დღეს საუკეთესოა. საღამო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.

კირჩხიბი

გამოიჩინეთ თავშეკავება და თავაზიანობა. მოგიწევთ ბევრი კომუნიკაცია უსიამოვნო ადამიანებთან, მათთან მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხებზე. 10 მაისს თქვენი კეთილგანწყობა ბევრ კარს გაიღებს. შეთავაზებები, სავარაუდოდ, მომგებიანი და განხილვის ღირსია. მეგობრებთან შეხვედრა გაგაბედნიერებთ.

ლომი

ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, გამოგადგებათ მომავალ საქმიანობაში და ისინი გაგიწევენ დახმარებასა და მხარდაჭერას. დაუსახეთ ახალი მიზნები საკუთარ თავს, ვარსკვლავები დაგეხმარებიან შესანიშნავი შედეგების მიღწევაში. გახსოვდეთ, დრო ოქროა, ამიტომ არ არის საჭირო მისი უსარგებლო საქმიანობებზე დახარჯვა.

ქალწული

ახლა მოსამზადებელი სამუშაოების დროა. შეადგინეთ გეგმა, გააანალიზეთ თქვენი რესურსები, მოამზადეთ საფუძველი მისი განხორციელებისთვის. მალე შეძლებთ დაიწყოთ თქვენი იდეების რეალიზება და სწრაფად მიაღწიოთ წინსვლას თქვენს საქმეში.

სასწორი

გამოიჩინეთ პატივისცემა თანამოსაუბრეების მიმართ, არ მოახდინოთ ზეწოლა მათზე და ნუ გადალახავთ პირად საზღვრებს. დღეს გაგიადვილდებათ კომუნიკაცია, შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ მართალი ხართ და მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. პირად ურთიერთობებში უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა.

მორიელი

მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაცია გაგიჭირდებათ, ნაცნობებთან საუბარი და მათი რჩევების მოსმენა ძალიან გამოგადგებათ. ამიტომ, ეცადეთ იყოთ უფრო მეგობრული, გამოიყენეთ იუმორის გრძნობა და თანამოსაუბრეების მიმართ თანაგრძნობა. საყვარელ ადამიანს დაუნიშნეთ პაემანი, მიართვით რომანტიკული საჩუქარი.

მშვილდოსანი

რაც უფრო მეტად დაუკავშირდებით და შეხვდებით საჭირო ადამიანებს, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი დღე. არ იჩქაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ შეცდომების გამოსწორება. სასარგებლოა თქვენი გეგმის შესახებ ფიქრი და ყველა რისკის გამოთვლა. საღამოს შეეცადეთ დაისვენოთ და კარგად დაიძინოთ.

თხის რქა

იყავით ღია კომუნიკაციისთვის, ახალი ნაცნობებისთვის და არ შეგეშინდეთ თქვენი ემოციების გამოხატვა. პარტნიორთან გულწრფელი საუბარი დაეხმარებათ გადაჭრათ ზოგიერთი მნიშვნელოვანი პირადი საკითხი და გაარკვიოთ ყველა გაუგებრობა ურთიერთობაში. იყავით თავდაჯერებული თქვენს შესაძლებლობებში და იყავით აქტიური.

მერწყული

მოგიწევთ სხვადასხვა სირთულის გადალახვა და მოულოდნელი საკითხების სწრაფად მოგვარება. დადებითად შეხედეთ ყველაფერს, რაც ხდება თქვენ ირგვლივ, იყავით აქტიური და დაინტერესებული. უფროსები შეაფასებენ თქვენს საქმიანობას. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს.

თევზები

სანამ რაიმეზე დათანხმდებით, ორჯერ დაფიქრდით. დღეს გაკეთებული ყველა შეთავაზება არ იქნება თქვენთვის მომგებიანი. თუ მოგიწევთ მოლაპარაკება, იყავით თავაზიანი და პროფესიონალი და პატივი ეცით მოწინააღმდეგის აზრს. არ არის საუკეთესო დღე საყიდლებისთვის ან დიდი ხარჯებისთვის.